სილვიო ბერლუსკონიმ "მილანის" აქციათა თითქმის ნახევარი ტაილანდელ ბიზნესმენს მიჰყიდა

AutoSharing Option
სულვიო ბერლუსკონიმ "მილანის" აქციათა 48%-ის გაყიდვის თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. გარიგების პროცესი 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ბერლუსკონის კომპანია Fininvest-ის ცნობით, გარიგების ფასი 480 მლნ ევროა.

"მილანის" აქციების ტაილანდელი ბიზნესმენისთვის, ბი ტაიჩაუბოლისთვის გადაცემის თაობაზე შეთანხმებას ხელი 2 აგვისტოს მოეწერა. ბერლუსკონი კლუბის პრეზიდენტის თანამდებობას შეინარჩუნებს და აქციათა დიდი ნაწილის მფლობელი იქნება.

სავარაუდოდ, "მილანის" დირექტორთა საბჭოში 7 წევრი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარემოცვიდან იქნება, ხოლო ხუთი - ტაიჩაუბოლის გარემოცვიდან.

ბერლუსკონი "მილანს" 1986 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მმართველობის პერიოდში გუნდმა 8 სკუდეტო მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა
ხუთჯერ მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული