პორტუგალიელი მცველი რომაელთა სამიზნეში

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარცხენა მცველის დამატება განიზრახა და კლუბის მესვეურებს ფაბიო კოენტრაოს გადაბირება სთხოვა. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, რომაელებმა უკვე დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა და მადრიდის "რეალს" ერთწლიანი იჯარა შესთავაზეს გამოსყიდვის პერსპექტივით.

თავად 27 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის პოზიცია ჯერ უცნობია, მაგრამ წესით, "რომა" არ უნდა იყოს მისთვის უინტერესო ვარიანტი. აქვე ვთქვათ, რომ "ჯალორისი" ჰოლებასმა დატოვა, რომელიც გასულ სეზონში სწორედ მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა და გარსია მისი შემცვლელის ძიებაშია. ითქვა ისიც, რომ თუ რომაელებს კოენტრაოს
მიმართულებით ხელი მოეცარათ, სამ ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავენ: ლუკ დინს პსჟ-დან, ადრიანო კორეიას "ბარსელონადან" და არტურ მასუაკუს "ოლიმპიაკოსიდან".

ამასობაში, მოჰამედ სალაჰი უკვე "რომასთან" ერთად ვარჯიშობს, მაგრამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას ვერაფრით ახერხებს - საქმეს "ფიორენტინას" მესვეურები აფერხებენ, რომლებსაც გარკვეული ბერკეტები აქვთ და ამის გამოყენებას ბოლომდე ცდილობენ.

ფლორენციელები 23 წლის ეგვიპტელს სასამართლოში უჩივიან და სწორედ ეს აფერხებს ხელშეკრულების ხელმოწერას. თუმცა, "რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ გულშემატკივრები დაამშვიდა და განუმარტა მათ, რომ კონტრაქტზე ხელმოწერის შეფერხება დროებითი ამბავია და საქმე მალე მოგვარდება. თავად სალაჰმა მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ახალ გუნდში შესანიშნავად მიმიღეს და მეც ენთუზიაზმით ვარ აღსავსე. "რომასთან" ერთად დიდი წარმატების მიღწევა შემიძლია და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. რაც შეეხება კონტრაქტს, დეტალებში ვერ ვერკვევი, მაგრამ მითხრეს, რომ საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული