მიროსლავ კლოზე "ლაციოს" ლევერკუზენში გასამართ საპასუხო მატჩში ვერ დაეხმარება?

AutoSharing Option
რომის "ლაციოს", შესაძლოა, თავისი ვეტერანი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს გარეშე მოუწიოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებითი მატჩის ჩატარება ლევერკუზენში.

პირველი შეხვედრა რომაელებმა შინ 1:0 მოიგეს. ამ მატჩში კლოზე პირველი ტაიმის შემდეგ, ტრავმის გამო შეცვალეს.


"როცა პირველ ტაიმში ძელს გავარტყი ბურთი, ფეხი ოდნავ დამეჭიმა. მომდევნო ეპიზოდში ბარძაყის არეში ტკივილი ვიგრძენი. ვნახოთ, რას გვიჩვენებს გამოკვლევა. ჯერჯერობით, რთულია იმის თქმა - შევძლებ თუ არა განმეორებით მატჩში თამაშს. იმედია, დაზიანება სერიოზული არ არის,
თუმცა ვგრძნობ, რომ ცუდ ტრავმასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა კლოზემ.

აღსანიშნავია, რომ "ლაციოს" მხრიდან ერთადერთი გოლი კეიტამ გაიტანა, რომელიც მოედანზე სწორედ კლოზეს ნაცვლად შევიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული