გავრცელებული ინფორმაციით, ფორვარდი უახლოეს მომავალში "მილანში" იჯარით გადავა, რაშიც იტალიური კლუბი 3 მლნ ევროს გადაიხდის, სეზონის დასრულების შემდეგ კი კონტრაქტს სრულებით 18 მლნ ევროდ გამოისყიდის, - იუწყება beIN Sports-ი.
25 წლის ბალოტელი "მილანის" ღირსებას 2013-14 წლებში იცავდა. მის ანგარიშზე მილანურ კლუბში ჩატარებული 43 მატჩი და 26 გოლია.