ბალოტელი: "მილანში"დაბრუნება სულ მინდოდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ბედნიერია, რომ "მილანში" ბრუნდება. ფორვარდი იტალიურ გუნდში იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

25 წლის მარიო "მილანში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ერთი სული მაქვს, როდის ჩავატარებ პირველ ვარჯიშს. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ და მხოლოდ პარტნიორებთან შეთამაშება მჭირდება.

"მილანი" ყოველთვის ჩემს გულშია და სულ მინდოდა დაბრუნება.

მსურს თუ არა კარიერის "მილანში" დასრულება? ამაზე ფიქრი ნაადრევია. ახლა შრომა და ვარჯიშია საჭირო", - აქვეყნებს ბალოტელის ნათქვამს Milan News-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული