Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ბერლუსკონი სერია A-ს პირველ ტურში "ფიორენტინასთან" განცდილმა მარცხმა გააცოფა.
ამის შემდეგ ბერლუსკონიმ კლუბს ფეხბურთელების ყიდვა აუკრძალა.
წყაროს ცნობით, ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბს ფეხბურთელების შეძენა აეკრძალა. გამოუვალი სიტუაციის შემთხვევაში კი "მილანი" მხოლოდ იჯარის წესით თუ აიყვანს ფეხბურთელებს.
შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს "მილანმა" "ლივერპულისგან" იჯარით მარიო ბალოტელი აიყვანა.