არადა, ბოლო წლებში, ნეაპოლელებს მუდმივად უმაღლესი მიზნები აქვთ და წესით, ასეა ამჯერადაც. "ნაპოლის" ამბიციური პრეზიდენტი არა თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს, სკუდეტოს უმიზნებს და მისთვის ცხრა შესაძლებელი ქულიდან ორის აღება საშინელი შედეგია. მიუხედავად ამისა, დე ლაურენტისი იხტიბარს არ იტეხს და მწვრთნელ მაურიციო სარის სრულ ნდობას უცხადებს:
"ჩემპიონატი ძალიან ცუდად დავიწყეთ და სიმართლე გითხრათ,
რაც შეეხება მაურიციო სარის, მას სრულ ნდობას ვუცხადებ და ვფიქრობ, რომ წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. სარისთან ერთად, ძალიან კარგი კონცეფცია შევიმუშავეთ და ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. "ნაპოლი" სწორი გზით ვითარდება და ამ ლოკალურმა წარუმატებლობამ არ უნდა შეგვაშინოს".
"ნაპოლის" კრიზისს მოულოდნელად, დიეგო მარადონა გამოეხმაურა. სანამ სიტყვას ლეგენდრულ არგენტინელს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ დიეგომ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ნეაპოლურ გუნდში გაატარა:
"მაურიციო სარი ძალიან კარგი ადამიანია და მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მგონია, რომ მის ხელში "ნაპოლის" კარგი არაფერი ელოდება.
ნეაპოლური გუნდისთვის რაფაელ ბენიტესი იდეალური მწვრთნელი იყო და კლუბის მესვეურებს როგორმე უნდა შეენარჩუნებინათ. სარი ტაქტიკურად განსწავლული სპეციალისტია, მაგრამ აკლია ის ქარიზმა, რაც ნეაპოლში სამუშაოდ აუცილებელია. ვფიქრობ, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილის შუაში გაიჭედება და ეს ძალიან მაბრაზებს - ასეთი ბრწყინვალე გუნდი, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს, გაცილებით მეტს იმსახურებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"