სერია A. VII ტურის წინ: "სან სიროზე" ჩამოცხება

AutoSharing Option
სერია A-ს მე-7 ტურში რამდენიმე გამორჩეული მატჩი შედგება, რომელთაგან "მილანი"-"ნაპოლის" და "სამპდორია"-"ინტერის" დაპირისპირებები უნდა გამოვარჩიოთ...

მილანი-ნაპოლი
"მილანმა" და "ნაპოლიმ" ჩემპიოონატი არასტაბილურად დაიწყეს და შესაბამისად, ეს გუნდები სატურნირო ცსრილის შუაგულში არიან. ბოლო ტურებში, უკეთ "ნაპოლი" გამოიყურება, თუმცა "მილანსაც" აქვს გამონათებები და წესით, ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი უნდა ვიხილოთ.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ნეაპოლელებს შეტევაში ხოსე კალეხონის, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინის ტრიო ეყოლებათ - მილანელები კარლოს ბაკასა და მარიო ბალოტელის ტანდემით შეუტევენ, გამთამაშებლის პოზიციაზე კი ჯაკომო ბონავენტურას ვიხილავთ. მაურიციო სარი 4-3-3
ტაქტიკას დაეყრდნობა, ხოლო მასიმილიანო ალეგრი 4-3-1-2-ს. გამარჯვება ლიდერებთან მიახლოების წინაპირობა იქნება და ამიტომ, ორივე გუნდი შეტევაზე გააკეთებს აქცენტს.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - კალაბრია, საპატა, ელი, დე შილიო - დე იონგი, მონტოლივო, ბერტოლაჩი - ბონავენტურა - ბაკა, ბალოტელი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - უსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, იგუაინი

სამპდორია-ინტერი
ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "ინტერი" გენუაში ჩადის, სადაც "სამპდორიას" შეეტოქება. რობერტო მანჩინის შეგირდებმა წინა ტურში მწარე მარცხი იგემეს და სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე, თუმცა "სამპა" რომ იოლად არაფერს დათმობს, ცხადზე უცხადესია.

დიდი ალბათობით, მანჩინი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, გამთამაშებლად ივან პერიშიჩს გაამწესებს, შეტევის წინა ხაზზე კი როდრიგო პალასიოს და მაურო იკარდის. სტევან იოვეტიჩი ისევ ტრავმირებულია და, ჯერჯერობით, ვერ ეხმარება თავის გუნდს. "სამპდორია" ორი თავდამსხმელით შეუტევს, მარტინს ედერს და ლუის მურიელს კი სიღრმიდან რობერტო სორიანო დაეხმარება. მანჩინის თქმით, "ფიორენტინასთან" მარცხისგან სწორი დასკვნებია გამოტანილი და ამის შედეგს სწორედ გენუაში ვიხილავთ. ვნახოთ...

ფიორენტინა-ატალანტა
სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი "ფიორენტინა" "ატალანტას" მიიღებს და ბუნებრივია, რომ მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. ფლორენციაში ეიფორიული განწყობაა, მატჩის ბილეთები სარეკორდო დროში გაიყიდა და ეს განწყობა ფეხბურთელებზეც შესაბამისად აისახება. "ვიოლას" მთავარმა მწვრთნელმა პაულო სოუზამ მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"სატურნირო ცხრილს სამ-ოთხ თვეში ჩავხედოთ, იქამდე კი ყოველ კონკრეტულ მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. "ატალანტამ" სეზონი კარგად დაიწყო, გამართულ ფეხბურთს თამაშობს და თუ მაქსიმალურად არ მოვინდომებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ".

"იუვენტუსი" "ბოლონიას" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ შედარებით გამოისწოროს მდგომარეობა სატურნირო ცხრილში, "რომა" კი "პალერმოს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ესტუმრება.

შაბათი. 3 ოქტომბერი
კარპი-ტორინო 20:00
დისკვალიფიკაცია: - ობი მოლინარო
ტრავმა: მარონე, სპოლი, ბენუსი, ლოლო, მბაკოგუ - ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, აველარი, პერესი, ბაზელი
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

კიევო-ვერონა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მპოკუ - ფარესი, ტონი, მარკესი, იონიცა, რომულო, პაცინი, სილიგარდი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=2-3, (12-11)

კვირა. 4 ოქტომბერი
ემპოლი-სასუოლო 14:30
დისკვალიფიკაცია: საპონარა -
ტრავმა: მჭედლიძე, კოშიჩი - ანტეი, აჩერბი, ლონგი, ფონტანეზი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=3-6, (16-18)

პალერმო-რომა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა, ჯორჯევიჩი - ტოტი, ჯეკო, კეიტა, შჩესნი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=4-10, (31-37)

სამპდორია-ინტერი 17:00
დისკვალიფიკაცია: - მირანდა
ტრავმა: კოდა, დე სილვესტრი, კასანი, სილვესტრი - დოდო, დამბროზიო
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +7=13-19, (35-58)

უდინეზე-ჯენოა 17:00
დისკვალიფიკაცია: - პანდევი
ტრავმა: გილიერმე, მერკელი - პერინი, გაპკე, მუნიოსი, კოსტა
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4=4-10, (24-37)

იუვენტუსი-ბოლონია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხედირა, მარკიზიო, მანჯუკიჩი, რუბინიო, ლიხტშტაინერი, სტურარო - ძუკულინი, ჯაკერინი, დონსა
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +23=8-2, (54-26)

ლაციო-ფროზინონე 20:00
დისკვალიფიკაცია: მაურისიო -
ტრავმა: კონკო, კლოზე, დე ვრი, მორისონი, კანდრევა, მატრი - ლონგო
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ფიორენტინა-ატალანტა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკიჩი, პასკუალი - ესტიგარიბია, მაზიელო
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +15=11-5, (52-30)

მილანი-ნაპოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: რომანიოლი -
ტრავმა: მენეზი, ნიანგი, მექსე, აბატე (მილანი)
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +14=8-12, (52-47)

ბომბარდირები: 6 - მარტინს ედერი (სამპდორია); 5 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 4 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული