სერია A. VII ტური: "კარპი" "იუვენტუსს" გაუტოლდა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"კარპიმ" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ტორინო" დაამარცხა და ქულებით ტურინის "იუვენტუსს" დაეწია. არადა, მოგების შემთხვევაში "ტორინო" ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგებოდა.

ვერონაში დერბი გაიმართა - "კიევო" "ვერონას" 1:1 დაუზავდა, ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

კარპი-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 პადელი (55 ს. კ.), 2:0 მატოსი (72), 2:1 ლოპესი (75)

კიევო-ვერონა 1:1
გოლები: 0:1 პიზანო (70), 1:1 კასტრო (83)

1. ფიორენტინა
- 15 ქულა; 2. ინტერი - 15; 3. ტორინო - 13; 4. სასუოლო - 12; 5. ლაციო - 12
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული