მაიმუნების პლანეტა და სილვიო ბერლუსკონი

AutoSharing Option
"მილანის" კრიზისს გუნდის ყოფილი ფეხბურთელი და გულშემატკივართა კუმირი, ზვონიმირ ბობანი გამოეხმაურა.

ლეგენდარულმა ხორვატმა კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გააკრიტიკა და შემდეგ ზოგად საფეხბურთო პრობლემებს გადასწვდა:

"როდესაც "მილანში" ვთამაშობდი, კლუბში ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული. ამასთან, ეს იყო ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს მხარში ედგა. სილვიო ბერლუსკონი იყო საუკეთესო პრეზიდენტი იქამდე, სანამ პოლიტიკაში წავიდოდა, შემდეგ კი ყველაფერი აირია. დონ სილვიოს დღემდე პატივს ვცემ, მაგრამ ის გახდა ადამიანი, რომლის ადგილზეც არ ვისურვებდი ყოფნას.

"მილანი" აღარ აქცევს დიდ ყურადღებას საკუთარ აღზრდილებს და სელექციაშიც მოიკოჭლებს.
თანამედროვე ფეხბურთს ფეხის აწყობა სჭირდება, იქ კი ისევ ძველი კადრები მუშაობენ. საერთოდ, ფეხბურთი შეიცვალა და სამწუხაროდ, უარესობისკენ.

სპორტის უპირველეს სახეობაში, ყურადღება აღარ ექცევა სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს. ყველაფერი ფულის გარშემო ტრიალებს, თითქოს, მაიმუნების პლანეტაზე ვცხოვრობდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული