იტალიის ნაკრები: ახალი კონტრაქტი ანტონიო კონტეს

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება, ფედერკალჩოს პრეზიდენტი კარლო ტავეკიო კი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ მისი სურვილი "სკუადრა აძურას" თავკაც ანტონიო კონტესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაა:

"შესარჩევ ეტაპზე წარმატებით ვასპარეზობთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ერთი ნაბიჯი გვაკლია. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან აზერბაიჯანთან შეხვედრას და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

წარმატებული ასპარეზობის მთავარი შემოქმედი ანტონიო კონტეა და ჩემი სურვილია, რომ მასთან კონტრაქტი გავახანგრძლივოთ.

მოქმედ ხელშეკრულებას ევრო 2016-ის შემდეგ ეწურება ვადა და მსურს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ
მინიმუმ ორი წელი გაგრძელდეს. შესაბამისი წინადადება მზადდება და ანტონიოს პასუხს დაველოდებით.

ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგება და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა, ამ ურთულეს მიზნებს კი კონტესთან ერთად უნდა შევეჭიდოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული