სილვიო ბერლუსკონი: მილანი არ იყიდება!

AutoSharing Option
"მილანი" კვლავ კრიზისშია და ჯერჯერობით, არც გამოსავალი ჩანს. გასულ ზაფხულს, კლუბის მესვეურებმა ტრანსფერებში სოლიდური თანხა დახარჯეს, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა.

ახალ მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს წყალი შეუდგა და ამბობენ, რომ მასაც მალე მოუწევს პოსტის დატოვება.

თუმცა, გულშემატკივართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემა არა მწვრთნელში, არამედ კლუბის მესვეურებში და კერძოდ, პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონიშია, მასთან ერთად კი ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანიც უნდა მოვიაზროთ. მოკლედ, ბევრი თვლის, რომ ბერლუსკონი და გალიანი ვეღარ უძღვებიან უნარიანად საქმეს და დროა, რომ მართვის სადავეებს ჩამოშორდნენ.

ამ მოთხოვნით,
"მილანის" საშინაო თამაშებზე ხშირად გამოაქვთ შესაბამისი შინაარსის ბანერები და პერიოდულად, ტიფოზებიც სკანდირებენ. ამ თემაზე სილვიო ბერლუსკონიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"კლუბის პრეზიდენტის პოსტს აუცილებლად დავტოვებ, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როდესაც "მილანი" კიდევ მოიგებს რაიმე მნიშვნელოვანს, დიდ ტროფეის. თუმცა, პრეზიდენტის პოსტის დატოვება იმას არ ნიშნავს, რომ კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტს გავყიდი.

ჩემი ოჯახის წევრებს არაერთხელ ვუთხარი, რომ შეუძლიათ გაყიდონ ყველაფერი, რასაც მათ ვუტოვებ, გარდა ორი რამისა: სახლი არკორეში, სადაც ბავშვობა გავატარე და საფეხბურთო კლუბი "მილანი". ეს ორი რამ ხელშეუხებელია და ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია.

შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც კლუბის პრეზიდენტად მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერს დავნიშნავთ, მაგრამ საკონტროლო პაკეტს ჩემი ოჯახი არასდროს დათმობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული