სერია A. VIII ტურის წინ: დიდი მატჩების დიდი ინტრიგა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-8 ტურში ორი სუპერ მატჩი გაიმართება - ნეაპოლში "ნაპოლი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს, მილანში კი "ინტერი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება...

ლიდერის მძიმე გამოცდა
ჩემპიონატს "ფიორენტინა" ლიდერობს, ამ უქმეებზე კი ნეაპოლში ჩადის, სადაც სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მძიმე გამოცდაა და შესაბამისად, კოლოსალურ ინტერესს იწვევს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, "ნაპოლი" 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება - ცენტრფორვარდების პოზიციაზე გონსალო იგუაინს ვიხილავთ, ფლანგებიდან კი ლორენცო ინსინიე და ხოსე კალეხონი შეუტევენ.

შუა ხაზში ალანი, ჟორჟინიო და ჰამშიკი გაირჯებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლელთა
ნახევარდაცვა შეტევაზე იქნება ორიენტირებული. გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიცო სარი არ მალავს, რომ "ნაპოლი" ბურთზე კონტროლის დაწესებას შეეცდება:

"ფლორენციელთა ძლიერი მხარე ბურთის კონტროლია და ამ კომპონენტში ისინი საუკეთესოები არიან იტალიაში. თუ ცენტრს დავთმობთ, გაგვიჭირდება სასურველი მიზნის მიღწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქეს სწორედ შუა ხაზში უნდა ვაჯობოთ. ამასთან, სწრაფად უნდა შევუტიოთ ფლანგებიდან, რაც ჩვენი კოზირია. წინ მძიმე და ძალიან საინტერესო მატჩი გველის".

მეტად უჩვეულო ტაქტიკურ მონახაზს ამზადებს "ფიორენტინას" თავკაცი პაულო სოუზა - "გაძეტას" პროგნოზით, პორტუგალიელი სპეციალისტი 3-4-2-1 სქემას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ ხუმა ბაბაქარს სიღრმიდან ადემ ლიაიჩს და ბორხა ვალეროს დაახმარს.

ფლორენციელებს ნიკოლა კალინიჩი ჰყავთ ტრავმირებული, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ თამაშამდე მომჯობინება მოასწროს და "ნაპოლის" წინააღმდეგ იასპარეზოს.

პაულო სოუზას თქმით, "ნაპოლისთან" მატჩი კარგად წარმოაჩენს "ფიორენტინას" რეალურ ძალას და ისიც გამოჩნდება, რამდენად მზად არის ფლორენციული გუნდი უმაღლეს მიზნებთან შესაჭიდად. მოკლედ, აღნიშნული შეხვედრა "ფიორენტინას" ძალის ერთგვარი ინდიკატორი იქნება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

დიდი იტალიური დერბი
მილანში დიდი იტალიური დერბი შედგება და ამით ყველაფერია ნათქვამი. როდესაც ერთმანეთის პირისპირ "ინტერი" და "იუვენტუსი" დგანან, იქ სატურნირო ცხრილს დიდი ყურადღება აღარ ექცევა.

თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მატჩი სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა - "იუვენტუსმა" სეზონი ცუდად დაიწყო და მილანში გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება, "ინტერმა" კი წარმატებული სტარტი ბოლო ორ თამაშში ქულების დაკარგვით გააუფერულა და ასევე სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე.

მოკლედ, ორივე გუნდი მოგებაზეა დაგეშილი და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

"იუვენტუსს" კლაუდიო მარკიზიო უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ამ სეზონში, მასიმილიანო ალეგრის ნახევარდაცვაში ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება. საყრდენ ხაზს პოლ პოგბა, სამი ხედირა და კლაუდიო მარკიზიო გაამაგრებენ, ფლანგებზე კი ხუან კუადრადოს და პატრის ევრას ვიხილავთ.

შეტევაში პაულო დიბალას და ალვარო მორატას ტანდემს ველოდებით. "იუვეს" მარიო მანჯუკიჩი აკლია, მაგრამ შეტევაში ალეგრის მაინც დიდი არჩევანი აქვს.
"ინტერი" სტევან იოვეტიჩის და მაურო იკარდის შემტევი ტანდემის იმედზეა, რომელსაც უკნიდან ივან პერიშიჩი დაეხმარება.

ამჯერად, თადარიგში დარჩება როდრიგო პალასიო, ისევე როგორც, ადემ ლიაიჩი. "ნერაძურის" თავკაცი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ შანსები 50/50-ზეა და მატჩის ბედს წვრილმანები გადაწყვეტს.

VIII ტური
შაბათი. 17 ოქტომბერი
რომა-ემპოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: საპონარა, ზელინსკი (ემპოლი)
ტრავმა: ტოტი, კაპრადოსი, კეიტა - მჭედლიძე, კოშიჩი, დემარკო, კროჩე
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +11=4-2, (29-14)

ტორინო-მილანი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, პერესი, იანსონი, ობი - მენეზი, ნიანგი, ბალოტელი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +1=11-13, (16-45)

კვირა. 18 ოქტომბერი
ბოლონია-პალერმო 14:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ძუკულინი, ჯაკერინი, ფერარი, აკვაფრესკა - ბოლცონი, მორგანელა, ჯორჯევიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=3-6, (15-22)

ატალანტა-კარპი 17:00
დისკვალიფიკაცია: პალეტა (ატალანტა)
ტრავმა: ესტიგარიბია, ბრივიო - მარონე, ვილჩეკი, რომანიოლი, მარტინესი, ინიგუესი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ფროზინონე-სამპდორია 17:00
დისკვალიფიკაცია: ფერნანდო (სამპდორია)
ტრავმა: კოდა, ხრისტოდოლოპულოსი, კრსტიჩიჩი, დე სილვესტრი (სამპდორია)
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ჯენოა-კიევო 17:00
დისკვალიფიკაცია: პანდევი (ჯენოა)
ტრავმა: ანსალდი - მპოკუ, ისკო
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=4-11, (22-29)

ვერონა-უდინეზე 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარესი, ტონი, იონიცა, რომულო - გილიერმე, მერკელი, საპატა, ერტო, კონე
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=4-4, (19-20)

სასუოლო-ლაციო 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანტეი, ფლოკარი - დე ვრეი, ბილია, ჯორჯევიჩი, პაროლო
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=1-3, (6-11)

ნაპოლი-ფიორენტინა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჟილბერტო, ბაკიჩი, კალინიჩი (ფიორენტინა)
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +11=7-11, (34-42)

ინტერი-იუვენტუსი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დოდო, დამბროზიო - მანჯუკიჩი, რუბინიო, ლიხტშტაინერი, კასერესი
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +11=16-20, (46-60)

ბომბარდირები: 6 - მარტინს ედერი (სამპდორია), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 5 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 4 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული