სერია A. VIII ტური: ზავი იტალიურ დერბიში [VIDEO]

AutoSharing Option
* დანიელე დე როსიმ "რომას" მაისურით მე-500 მატჩი გოლით აღნიშნა.

* "ინტერი"-"იუვენტუსის" შეხვედრაში გაყიდული ბილეთებიდან მილანურმა გრანდმა 3.7 მილიონი ევრო მიიღო, რაც სერია A-ს რეკორდია.

მე-8 ტურში ორი გამორჩეული მატჩი გაიმართა: "სტადიო სან პაოლოზე "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" უმასპინძლა, ხოლო "ჯუზეპე მეაცაზე" "ინტერი" "იუვენტუსს" დაუხვდა.

"ნაპოლი"-"ფიორენტინა"
მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში "ფიორენტინა" ლიდერის სტატუსით ჩავიდა, ამ კონკრეტულ შეხვედრაში ფავორიტად "ნაპოლი" იყო მიჩნეული და ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც. მაურიციო სარის შეგირდებმა თავიდანვე იგდეს ხელთ უპირატესობა, მომენტიც მეტი შექმნეს და მთლიანობაში, დაიმსახურეს გამარჯვება.

მეორე ტაიმი ერთი
წუთის დაწყებულიც არ იყო, როდესაც ლორენცო ინსინიე მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და უზუსტესი დარტყმით ბურთი ფლორენციელთა კარის ბადეში შეაგორა.

სტუმრებმა ტაიმის შუაწელს გაათანაბრეს, როდესაც ნიკოლა კალინიჩი დარჩა მეკარესთან პირისპირ და მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია. თუმცა ორ წუთში გონსალო იგუაინმა თანაგუნდელთან ცოცხალი კედელი გაითამაშა, ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

იგუაინის გოლმა "სტადიო სან პაოლოზე" შეკრებილი გულშემატკივრები ჭკუიდან შეშალა და თვით ყველაზე გაწონასწორებული, ჩუმ პროფესორად ცნობილი მაურიციო სარიც კი ემოციებს აჰყვა და ნახევარი მოედანი შემოირბინა.

მოკლედ, "ნაპოლიმ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. რაც მთავარია, ნეაპოლელები ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებენ და თუ ასე გააგრძელეს, სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტები იქნებიან.

მაურიციო სარი (ნაპოლი): "შესანიშნავი მატჩი იყო, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. "ფიორენტინა" დამსახურებულად ლიდერობს ჩემპიონატს, რადგან ეს გუნდი ბრწყინვალედ აკონტროლებს ბურთს და დაბალანსებულია ყველა რგოლში. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ კუდზე დავაჯექით ლიდერებს. არის თუ არა "ნაპოლი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი? - მოდი, ვაღიაროთ, რომ ფავორიტი "იუვენტუსია" და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებმა სეზონი მძიმედ დაიწყეს".

პაულო სოუზა (ფიორენტინა): "ნეაპოლში თამაში ურთულესია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ტრიბუნებზე არანორმალური ატმოსფერო იყო და ამან მასპინძლებს დიდი დახმარება გაუწია. ისიც ვთქვათ, რომ ოქტომბრისთვის ზედმეტად ცივა, მინდორი გაყინული იყო და ბურთიც ცუდად გორავდა, რამაც, ჩვენი თამაშის სტილიდან გამომდინარე, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. თამაშის ბედი ინდივიდუალურმა შეცდომებმა განაპირობა, თუმცა მე ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი შეგირდებით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უმაღლესი მიზნებისთვის".

"რომამ" სიჩქარე აკრიფა
"რომამ" აშკარად მოუმატა და თამაშს თამაშზე იგებს. ამჯერად, რუდი გარსიას შეგირდებმა "ემპოლის" უმასპინძლეს და მეორე ტაიმში გატეხეს მეტოქე. 56-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მირალემ პიანიჩმა მორიგი სტანდარტული აქცია გოლად და გახსნა ანგარიში. მალევე, დანიელე დე როსიმ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს და "რომამ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, სტუმრების ანგარიშზე კი პრესტიჟის გოლია. აქვე ვთქვათ, რომ დე როსიმ მე-500 მატჩი გამართა "ჯალოროსის" მაისურით და როგორც აღვნიშნეთ, გოლიც შეაგდო.

"რომა" მთელი თამაშის განმავლობაში უტევდა მეტოქეს და შეეძლო, ერთი იმდენი გოლი გაეტანა. დედაქალაქელთა თავდასხმა შესანიშნავად ირჯება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ედინ ჯეკოა დაშავებული.

ისიც აღვნიშნოთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ლეანდრო კასტანი. გასულ სეზონში კასტანი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და დაცვის ცენტრს ამაგრებდა. მატჩის შემდეგ გარსია უაღრესად კმაყოფილი იყო შეგირდთა თამაშით, თუმცა განაცხადა, რომ საუკეთესო "რომა" ჯერ კიდევ არ გვინახავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანმა" ვერც "ტორინოს" მოუგო
ან რატომ უნდა მოეგო, როდესაც "ტორინო" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და სატურნირო ცხრილშიც გაცილებით მაღლაა, ვიდრე "მილანი". თანაც, მატჩი ტურინში გაიმართა და იქ კი "გრანატა" იოლად არასდროს არაფერს თმობს.

63-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მილანელებმა ეფექტური კომბინაცია კარლოს ბაკას უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინეს, თუმცა მალევე "ტორინომ" შესანიშნავი კონტრიერიში გამოაცხო და დანიელე ბაზელიმ ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ "მილანის" მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა დაახლოებით იგივე თქვა, რასაც ბოლო ორი თვეა იმეორებს - სერბი სპეციალისტი კვლავაც შეშფოთებულია იმით, რომ გოლის გატანის შემდეგ მისი შეგირდები თავდაჯერებულობას კარგავენ, ფორის გაფლანგვის შიში ეწყებათ და ამისთვის ისჯებიან კიდეც. სატურნირო ცხრილით და გუნდის თამაშის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, მიხაილოვიჩს დიდი დღე არ უწერია "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფრე მეაცაზე
მიუხედავად იმისა, რომ დიდ იტალიურ დერბიში გოლი არ გავიდა, თამაში საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა. იყო ბევრი ბრძოლა, მაღალი ტემპი, სახიფათო მომენტები ორივე კართან და ინტრიგა ბოლო წუთამდე.

უკეთ მაინც "იუვენტუსი" გაისარჯა, განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში, როდესაც მათი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. ყველაზე რეალური მომენტიც ტურინელებმა შექმნეს, როდესაც სამი ხედირამ ხუთი მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა. და მაინც, ფრე ლოგიკური შედეგია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერია A. VIII ტური
17 ოქტომბერი
რომა-ემპოლი 3:1
გოლი: 1:0 პიანიჩი (56), 2:0 დე როსი (59), 3:0 სალაჰი (69), 3:1 ბუჩერი (75)
რომა (4-3-3): შჩესნი - ტოროსიდისი, მანოლასი, კასტანი, დინე - ფლორენცი (80. ვანკური), პიანიჩი (68. უჩანი), დე როსი - ჟერვინიო, სალაჰი, იაგო (55. ნაინგოლანი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი, ბარბა, ტონელი, მარიო რუი - პარედესი (68. მაიელო), ელ ჰაჯი, ბუჩერი - კრაინჩი (61. ლივაია) - მაკარონე (79. პიუ), პუჩარელი
გაფრთხილება: პიანიჩი - ელ ჰაჯი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 8-9 (3-5); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 45 000

ტორინო-მილანი 1:1
გოლები: 0:1 ბაკა (63), 1:1 ბაზელი (73)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - ძაპაკოსტა (72. ბელოტი), გაცი (46. ვივესი), ასკუა, ბაზელი, მოლინარო - კვალიარელა (80. ბენასი), მაქსი ლოპესი
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - კუცკა (86. პოლი), მონტოლივო, ბერტოლაჩი - ბონავენტურა, ჩერჩი (88. ჰონდა), ლუის ადრიანო (56. ბაკა)
გაფრთხილება: ბაზელი, გაცი, ბოვო - კუცკა, ბონავენტურა, რომანიოლი, დიეგო ლოპესი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 27-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4-7 (2-3); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 22 000

18 ოქტომბერი
ბოლონია-პალერმო 0:1
გოლი: 0:1 ვასკესი (23)
ბოლონია (4-3-2-1): მირანტე - ფერარი (85. ფალკო), გასტალდელო, როსეტინი, მაზინა - დიავარა, რიცო, ტაიდერი (59. დონსა) - ბრიენცა, მონიერი (69. მანკოზუ) - დესტრო
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი,
ანდელკოვიჩი - რისპოლი, რიგონი, მარესკა, ჰილემარკი (53. ჩოჩევი) - ლაზაარი (81. დაპრელა), ვასკესი - ჯილარდინო
გაფრთხილება: რიცო - ვასკესი, ჰილემარკი, სტრუნა, რისპოლი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-4 (7-3); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 20 000

ატალანტა-კარპი 3:0
გოლები: 1:0 პინილია (7), 2:0 გომესი (43), 3:0 ჩიგარინი (63-პენ.)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო, ტოლოი, სტენდარდო, დრამე - გრასი (83. კარმონა), დე რუნი, ჩიგარინი (70. კურტიჩი) - მორალესი, გომესი (76. დალესანდრო), პინილია
კარპი (3-5-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, ბუბნიჩი, გალიოლო - ლეტიცია (73. უოლასი), ლაძარი, ფედელე (55. ლასანია), კოფიე, სილვა - მატოსი - ბორიელო
გაფრთხილება: გრასი - ფედელე, კოფიე, ბუბნიჩი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 11-9 (6-5); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 20 000

ფროზინონე-სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 პაგანინი (53), 2:0 დიონისი (55)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი, დიაკიტე, ბლანკარდი, კრიველო - პაგანინი, ჩიბსა, ბუჩერი (81. გორი), სოდიმო (68. სამარკო) - დიონისი (87. კარლინი), ჩოფანი
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - პერეირა, ძუკანოვიჩი (74. კასანი), მოისანდერი, რეჯინი - კარბონერო, სორიანო, ივანი (65. კორეა) - კასანო - ედერი, მურიელი (84. როდრიგესი)
გაფრთხილება: ბლანკარდი, დიონისი - ძუკანოვიჩი, ივანი, მოისანდერი, კარბონერო
კუთხური: 8-12; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-18 (6-4); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 15 000

ჯენოა-კიევო 3:2
გოლები: 0:1 პალოსკი (1), 1:1 პავოლეტი (13), 2:1 გაკპე (17), 2:2 პელისიერი (77), 3:2 პანაიოტისი (90)
ჯენოა (3-4-3): პერინი - დე მაიო, ბურდისო, იცო - კოსტა (78. ნიჩამი), ჯემაილი, რინკონი, ლაქსალტი - პეროტი (88. პანაიოტისი), გაპკე (57. სისოხო), პავოლეტი
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - მატიელო, ცეზარი, გამბერინი, გობი - კასტრო, ჰეტემაი (63. პეპე), რიგონი - ბირსა - პალოსკი (73. პელისიერი), მეჯორინი (86. ინგლეზე)
გაფრთხილება: დე მაიო, პანაიოტისი - კასტრო, პეპე
გაძევება: ჯემაილი (54. ჯენოა)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8-11 (4-5); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 22 000

ვერონა-უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 პაცინი (41-პენ.), 1:1 ტერო (84)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - სალა, მარკესი, მორასი, სუპრაიენი - გრეკო (86. იონიცა), მათუზალემი (56. პიზანო), ალფრედსონი - სილიგარდი (75. ელანდერი), ტალები, პაცინი
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ფელიპე (75. პერიცა), ვაგუე, დანილო - მარკინიო (63. ბადუ), იტურა (56. ტერო), ედენილსონი, ლოდი, ალი ადნანი - ფერნანდესი - დი ნატალე
გაფრთხილება: მარკესი, ალფრედსონი - ვაგუე, ფელიპე
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4-10 (1-4); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 000

სასუოლო-ლაციო 2:1
გოლები: 1:0 ბერარდი (7-პენ.), 2:0 მისიროლი (60), 2:1 ანდერსონი (67)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მანიანელი, მისიროლი, ბიონდინი (71. ლარიბი) - სანსონე, ბერარდი (82. ტერანოვა), ფალჩინელი (71. დეფრელი)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი - კატალდი, ონაზი (56. კეიტა) - კანდრევა (76. კიშნა), სავიჩი, ანდერსონი - კლოზე (65. მატრი)
გაფრთხილება: სანსონე - ლულიჩი, სავიჩი, მაურისიო
გაძევება: კატალდი (90. ლაციო)
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 8-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 6-10 (2-2); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 15 000

ნაპოლი-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 ინსინიე (46), 1:1 კალინიჩი (73), 2:1 იგუაინი (75)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (90. დავიდ ლოპესი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (61. მერტენსი - 79. ელ ქადური), კალეხონი, იგუაინი
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი (78. ბაბაქარი), გონსალო, ასტორი - ბლაშიკოვსკი, ბადელი, ვესინო, ალონსო (55. რონკალია) - ბერნარდესკი (52. ილიჩიჩი), ბორხა ვალერო - კალინიჩი
გაფრთხილება: ჟორჟინიო, კულიბალი, ელ ქადური - ბადელი, ასტორი, რონკალია, გონსალო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8-4 (4-2); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 50 000

ინტერი-იუვენტუსი 0:0
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მურილიო, მირანდა, ჟუანი - ბროზოვიჩი, მელო (64. გუარინი), მედელი (90. კონდოგბია), პერიშიჩი - იოვეტიჩი (90. პალასიო), იკარდი
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - ხედირა, მარკიზიო, პოგბა - კუადრადო, მორატა (71. მანჯუკიჩი), ძაძა (78. დიბალა)
გაფრთხილება: მირანდა, მელო, ბროზოვიჩი - ევრა, კიელინი, ხედირა, მარკიზიო, ძაძა
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 5-12 (2-6); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 80 000

ბომბარდირები: 6 - მარტინს ედერი (სამპდორია), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 5 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 4 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), დანიელე ბაზელი (ტორინო), ალბერტო პალოსკი (კიევო), კარლოს ბაკა (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მოჰამედ სალაჰი (რომა)

მომდევნო ტური
24 ოქტომბერი:
ემპოლი-ჯენოა, კარპი-ბოლონია, პალერმო-ინტერი

25 ოქტომბერი:
სამპდორია-ვერონა, იუვენტუსი-ატალანტა, მილანი-სასუოლო, უდინეზე-ფროზინონე, ფიორენტინა-რომა, ლაციო-ტორინო, კიევო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული