მილანის "ინტერის" ახალი სპონსორი Etihad Airways-ია

AutoSharing Option
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან "ინტერს" ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება და ეს კომპანია Etihad Airways-ი იქნება.

5-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, მილანური გრანდი 125 მილიონ ევროს მიიღებს, რაც სეზონში 25 მილიონი ევროა. ამრიგად, "ინტერში" "პირელის" ეპოქა სრულდება, კომპანიის, რომელიც 90-იანი წლებიდან თანამშრომლობს მილანურ გრანდთან.

ცნობისთვის, "პირელი" "ინტერს", მოქმედი კონტრაქტის თანახმად, წელიწადში 12 მილიონ ევროს უხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნერაძური" ახალი სპონსორისგან ორჯერ მეტ თანხას მიიღებს.

აქვე ვთქვათ, რომ "ინტერი" გენერალური სპონსორისგან იტალიაში სარეკორდოდ დიდ შემოსავალს მიიღებს, ჯერჯერობით კი, ამ მხრივ,
"იუვენტუსი" და "მილანი" ლიდერობენ. "როსონერი" და "ბიანკონერი", შესაბამისად, Jeep-ისგან და Emairates-ისგან სეზონში 17 მილიონ ევროს იღებენ, რასაც 5 წელზე თუ გადავამრავლებთ, 85 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული