"უკეთესი თამაშებიც გვინახავს, თუმცა მთლიანობაში, მაინც კარგი მატჩი გამოვიდა. ერთი ეგაა, რომ ორივე გუნდი უფრო მეტად მაინც საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, რამაც ცოტა გამაკვირვა. ორივე გუნდს შიში ეტყობოდა და შედეგად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
საერთოდ, მგონია, რომ "იუვენტუსმა" უფრო თამამად უნდა ითამაშოს შეტევაში და ის პრობლემა მოგვარდება, რაზეც ალეგრი ხშირად საუბრობს. ლაპარაკია იმაზე, რომ "იუვე" უჩვეულოდ ცოტა გოლს იტანს. დერბიში
ალეგრი იმედოვნებდა, რომ კუადრადო ერთი-ერთზე დაჯაბნიდა მცველს და ფლანგიდან გაამწვავებდა თამაშს, მანჩინი კი სტევან იოვეტიჩის გაბრწყინებას ელოდა. ამ ორივე ფეხბურთელს მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა თანაგუნდელებისგან და ზოგადად, უფრო გუნდური თამაშია საჭირო.
მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" და "ინტერი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტები არიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"