ბერლუსკონის თასი: "ინტერის" პრიმავერამ "მილანს" აჯობა

AutoSharing Option
ბოლო წლებში, ლუიჯი ბერლუსკონის თასზე "მილანი" მეტოქეებს იცვლის და ამჯერად, "შავ-წითლები" თანაქალაქელებს დაუპირისპირდნენ.

მოკლედ, გულშემატკივრებმა კიდევ ერთი მილანური დერბი იხილეს, რომელშიც გამარჯვება რობერტო მანჩინის გუნდმა მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლი თამაშის მე-12 წუთზე ჟოფრეი კონდოგბიამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მანჩინიმ თავიდანვე ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა, ბოლო ნახევარი საათი კი "ინტერმა", პრაქტიკულად, პრიმავერას ფეხბურთელებით ჩაატარა.

მოედანზე შავ-ლურჯი მაისურებით სრულიად უცნობი მოთამაშეები ირჯებოდნენ და მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქეს არაფერი
დაუთმეს. ეს ამბავი იმად გვიკვირს, რომ სინიშა მიხაილოვიჩი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს დაეყრდნო და მართალია, მეორე ნახევარში მანაც ბევრი ცვლილება გააკეთა, მოედანზე მაინც მთავარი გუნდის ფეხბურთელები იყვნენ.

მოკლედ, "მილანმა" ვერც ლუიჯი ბერლუსკონის თასზე ივარგა და ტროფეი თანაქალაქელს დაუთმო, სინიშა მიხაილოვიჩმა კი მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იყო ამხანაგური მატჩი და მისთვის მთავარი ფეხბურთელების სხვადასხვა პოზიციაზე გამოცდა იყო.

თუ რა იყო მანჩინის მიზანი, შემადგენლობიდან ნათლად ჩანს - რობერტომ რეზერვი ნახა საქმეში...

მილანი-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 კონდოგბია (12)
მილანი (4-3-2-1): დონარუმა - დე შილიო (62. აბატე), მექსე (62. საპატა), რომანიოლი (46. ელი), ანტონელი (46. კალაბრია) - დე იონგი, პოლი (62. ნოჩერინო), ბერტოლაჩი (14. მაური) - ჰონდა (80. ვიდო), ჩერჩი (46. ბოატენგი) - ლუის ადრიანო (46. სუსო)
ინტერი (4-2-3-1): კარიცო (78. ბერნი) - დამბროზიო, მონტოია (61. გუამფი), რანოკია (70. დელა ჯოვანა), ტელესი (46. დოდო) - კონდოგბია (62. ტჩაულე), ნაგატომო (46. ბალდინი) - მანა (61. რაპაიჩი), გნუკური (61. პოპა), ბიაბიანი (61. დიმარკო) - პალასიო (61. დელგადო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული