* "იუვენტუსის" 31 წლის მცველმა ჯორჯო კიელინიმ მე-300 მატჩი გამართა სერია A-ში.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-9 ტური ორ დღეზე გაწერეს, შაბათს დაგეგმილი პაექრობებიდან კი ყველაზე დიდ ინტერესს "ინტერის" პალერმოში სტუმრობა იწვევდა; სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ...
"ინტერი" დაინავსა
ჩემპიონატის სტარტზე მიჯრით ხუთი გამარჯვების შემდეგ "ინტერი" დაინავსა და აგერ, ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - მილანელთაგან ივან პერიშიჩი გამოირჩა, რომელსაც ჯონათან ბიაბიანიმ იდეალური პასი მისცა და ხორვატს დაუცველ კარში ბურთის შეგორება არ გასჭირვებია. თუმცა, მალევე სიცილიელებმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლეს და გაათანაბრეს ანგარიში.
საჭირო დროს, საჭირო ადგილას ალბერტო ჯილარდინო აღმოჩნდა და სწორედ მისი ფეხიდან გაეხვა ბურთი მილანელთა კარის ბადეში. "ინტერს" 79-ე წუთზე ჯეისონ მურილიო გაუძევეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მატჩის დასკვნითი ნაწილი სტუმართა უპირატესობით წარიმართა - "ინტერს" შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ლომბარდიელებს სიზუსტე დააკლდათ.
ასეა თუ ისე, "ნერაძურიმ" კიდევ ორი ქულა დაკარგა, რობერტო მანჩინიმ კი შემდეგი განაცხადა:
"პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ, რადგან ცუდად ვმოქმედებდით როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. მეორე ნახევარში სტევან იოვეტიჩი ცოტა უკან დავხიე და რგოლებს შორის კავშირი დამყარდა. შედეგად, გაცილებით უკეთ ავთამაშდით და მალე გოლიც გავიტანეთ. თუმცა, ანგარიშის შენარჩუნება ვერ შევძელით, რაც მეტოქის კარგ თამაშს უნდა მივაწეროთ. სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ, მაგრამ კმაყოფილების საბაბს ვერ ვხედავ, რადგან ზედიზედ მეოთხე თამაშში დავკარგეთ ქულები".
16 წლის მეკარე
უცნაური ამბავი მოხდა "მილანი"-"სასუოლოს" შეხვედრაში - ლომბარდიული გრანდის კარში 16 წლის ბავშვი, ჯანლუიჯი დონარუმა ვიხილეთ. საგულისხმოა, რომ ორივე გამოცდილი მეკარე: კრისტიან აბიატი და დიეგო ლოპესი სრულიად ჯანმრთელნი არიან და სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, დონარუმამ კი ძირითად შემადგენლობაში ადგილი მათთან კონკურენციაში დაიმსახურა. 16 წლის მეკარე თურმე ვარჯიშებზე ბრწყინვალედ ირჯება და ლუიჯი ბერლუსკონის თასზე "ინტერთან" შეხვედრაშიც მშვენივრად წარმოჩინდა. დონარუმა ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც სერია A-ში უთამაშია და მან თავისივე სეხნიის, თვით ბუფონის რეკორდი დაამხო.
აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ბუფონის რეკორდს კიდევ ერთმა ახალგაზრდა და ნიჭიერმა მეკარემ, სიმონე სკუფეტმა დაუმიზნა, მაგრამ მას რამდენიმე დღე დააკლდა სახელოვანი კოლეგის დასაჯაბნად.
ცნობისთვის, სკუფეტი "უდინეზეს" საკუთრებაშია და იჯარით სერია B-ს ბინადარ "კომოში" ასპარეზობს. მოკლედ, იტალიაში ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარეების ბუმია, თუმცა ჩვენ "მილანი"-"სასუოლოს" თამაშს მივუბრუნდეთ...
სინიშა მიხაილოვიჩი გადარჩა, რადგან მისმა "მილანმა" უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვა, 2:1. მასპინძელთა შორის კარლოს ბაკა და ლუის ადრიანო გამოირჩნენ, "სასუოლოს" რიგებში კი თავი დომენიკო ბერარდიმ გამოიჩინა, რომელიც თითქმის ყველგან უტანს "მილანს", სადაც კი გამოიჭერს.
ქებათა ქება "სასუოლოს", რომელსაც 29-ე წუთზე მეკარე გაუძევეს, იქვე თერთმეტმეტრიანიდან გაუტანეს, თუმცა კაცნაკლულმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. "მილანმა" ბოლოსღა იძალა და ოდნავ გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა.
უპრობლემოდ
"იუვენტუსმა" "ატალანტას" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა. ტურინელებმა ორი უპასუხო გოლი მიართვეს მეტოქეს, რომელთაგან ერთი პაულო დიბალას, ხოლო მეორე მარიო მანჯუკიჩის ანგარიშზეა. "იუვენტუსს" კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ისიც იკმარა, რაც შეაგდო და სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ამრიგად, "იუვეს" მარაგში 3 მოგება, 3 ფრე და 3 წაგებაა, 12 ქულა და უკეთესი პლაცდარმი ლიდერთა მარაქაში გასარევად. მართალია, "იუვე" ჯერ კიდევ ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ ვიცით რა ტურინული გრანდის შესაძლებლობები, ვეჭვობთ, რომ ვითარება მალე შეიცვლება.
"იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:
"მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ და შედარებით გავიუმჯობესეთ მდგომარეობა. გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილებები არ ამართლებს იმას, რომ ცხრილის ქვედა ნაწილში ვიყოთ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ ლიდერებში და დღეს ამ გზაზე ერთი ნაბიჯი გადავდგით".
"რომა" გალიდერდა
ტურის ცენტრალური მატჩი ფლორენციაში გაიმართა, სადაც "ფიორენტინამ" "რომას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2. შედეგად, რუდი გარსიას გუნდმა 20 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. მატჩის შემდეგ გარსიამ შეგირდებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ სკუდეტოზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. "ლაციომ" "ტორინო" დაამარცხა საკუთარ კედლებში და ასევე გაერია ლიდერთა მარაქაში. "სტადიო ოლიმპიკოზე" ფელიპე ანდერსონმა გაიბრწყინა, რომლის ანგარიშზეც დუბლია, სატურნირო ცხრილში კი ვითარება უკიდურესად დაიძაბა...
IX ტური
24 ოქტომბერიემპოლი-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 კრაინჩი (44), 2:0 ზელინსკი (57)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, კოსტა, ტონელი, მარიო რუი - პარედესი (69. ბუჩელი), ელ ჰაჯი (51. მაიელო), ზელინსკი - კრაინჩი - მაკარონე, პუჩარელი (81. ლივაია)
ჯენოა (3-4-3): პერინი - იცო, მუნიოსი (63. სისოხო), მარკეზე - კოსტა, ნიჩამი, რინკონი, ლაქსალტი - პეროტი (56. ლაზოვიჩი), გაპკე, პავოლეტი (68. კაპელი)
გაფრთხილება: ტონელი, ზელინსკი, ლივაია - მარკეზე, მუნიოსი, გაპკე
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 11-25; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 11-13 (4-7); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 16 000
კარპი-ბოლონია 1:2
გოლები: 1:0 ლეტიცია (24), 1:1 გასტალდელო (47), 1:2 მაზინა (90)
კარპი (3-5-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, სპოლი, რომანიოლი - ლეტიცია, ლოლო, მარონე (76. ბიანკო), კოფიე, სილვა - მატოსი (61. ლაზანია) - ბორიელო (57. გალიოლო)
ბოლონია (4-3-3): და კოშტა - კრაფტი (41. მბაიე), გასტალდელო, ოიკონომუ, მაზინა - დიავარა, დონსა, ჯაკერინი - რიცო (84. ფალკო), მონიერი (56. ბრიენცა), დესტრო
გაფრთხილება: ბელეჩი, სპოლი - მონიერი, მბაიე
გაძევება: ლოლო (38. კარპი)
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 5-10 (2-3); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 15 000
პალერმო-ინტერი 1:1
გოლები: 0:1 პერიშიჩი (60), 1:1 ჯილარდინო (66)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი,
ანდელკოვიჩი - რისპოლი, რიგონი (90. ჩოჩევი), მარესკა, ჰილემარკი (64. კუაიზონი) - ლაზაარი (81. დაპრელა), ვასკესი - ჯილარდინო
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მურილიო, მირანდა, ტელესი - გუარინი, კონდოგბია (55. ბიაბიანი), მედელი, პერიშიჩი - იოვეტიჩი (85. რანოკია), იკარდი (78. ლიაიჩი)
გაფრთხილება: ვასკესი, მარესკა, ჯილარდინო - კონდოგბია
გაძევება: მურილიო (79. ინტერი)
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8-10 (1-4); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 30 000
25 ოქტომბერი
სამპდორია-ვერონა 4:1
გოლები: 1:0 მურიელი (11), 2:0 ზუკანოვიჩი (28), 3:0 სორიანო (45), 4:0 ედერი (54), 4:1 იონიცა (75)
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - კასანი, ზუკანოვიჩი, სილვესტრი, რეჯინი - ბარეტო (75. ივანი), სორიანო, ფერნანდო - კარბონერო, ედერი (71. კორეა), მურიელი (62. ბონაცოლი)
ვერონა (3-5-2): რაფაელი - მორასი, მარკესი, ელანდერი (46. იონიცა) - პიზანო (46. სილიგარდი), სალა, გრეკო, ალფრედსონი (58. მათუზალემი), სუპრეიენი - ტალები, პაცინი
გაფრთხილება: კასანი, ფერნანდო - ტალები, სალა
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-7 (6-1); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 22 000
მილანი-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 ბაკა (31-პენ.), 1:1 ბერარდი (53), 2:1 ლუის ადრიანო (86)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - კუცკა (70. ბერტოლაჩი), მონტოლივო, პოლი (60. ლუის ადრიანო) - ბონავენტურა, ჩერჩი (90. ჰონდა), ბაკა
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - ლარიბი (71. სანსონე), მანიანელი, მისიროლი - დეფრელი, ბერარდი (77. ტერანოვა), ფლორო ფლორესი (31. პეგოლო)
გაფრთხილება: აბატე - ბერარდი, კანავარო, მისიროლი
გაძევება: კონსილი (29. სასუოლო)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 15-3 (5-1); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 40 000
იუვენტუსი-ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 დიბალა (28), 2:0 მანჯუკიჩი (49)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - ხედირა (89. სტურარო), მარკიზიო, პოგბა - პერეირა (37. ასამოა) - დიბალა, მანჯუკიჩი (77. მორატა)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - ბელინი (46. მაზიელო), ტოლოი, პალეტა, დრამე - გრასი, დე რუნი (73. მილიაჩო), კურტიჩი - მორალესი (52. გომესი), დალესანდრო, პინილია
გაფრთხილება: მარკიზიო, დიბალა - დე რუნი, გრასი
გაძევება: ტოლოი (73. ატალანტა)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-5 (10-0); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 40 000
უდინეზე-ფროზინონე 1:0
გოლი: 1:0 ლოდი (20)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ფელიპე, ვაგუე, დანილო - ფერნანდესი (67. მარკინიო), ბადუ, ედენილსონი, ლოდი, ალი ადნანი (70. ვიდმერი) - ტერო - დი ნატალე (78. აგუირე)
ფროზინონე (4-4-1-1): ლეალი - მ. ჩოფანი, დიაკიტე, რუსო, კრიველო - ტონევი (78. დიონისი), სამარკო, გორი (62. სოდიმო), ფრარა (88. დ. ჩოფანი) - კარინი, კასტილო
გაფრთხილება: ალი ადნანი, ფელიპე, ვაგუე, ლოდი - გორი, კასტილო
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15-8 (7-2); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 18 000
ფიორენტინა-რომა 1:2
გოლები: 0:1 სალაჰი (6), 0:2 ჟერვინიო (34), 1:2 ბაბაქარი (90)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო (82. ბაბაქარი), ასტორი - ბლაშიკოვსკი (61. როსი), ბადელი (61. ფერნანდესი), ვესინო, ბერნარდესკი - ილიჩიჩი, ბორხა ვალერო - კალინიჩი
რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - ნაინგოლანი, პიანიჩი (79. ტოროსიდისი), დე როსი (37. ვანკური) - ჟერვინიო (89. გიომბერი), სალაჰი, ჯეკო
გაფრთხილება: რონკალია, ბერნარდესკი - სჩესნი, დე როსი, ფლორენცი, ჯეკო
გაძევება: სალაჰი (87)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 14-6 (4-4); ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 35 000
ლაციო-ტორინო 3:0
გოლები: 1:0 ლულიჩი (40), 2:0 ანდერსონი (70), 3:0 ანდერსონი (90)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, ლულიჩი - ბილია, ონაზი (90. მორისონი) - კანდრევა (75. კიშნა), სავიჩი, ანდერსონი - კლოზე (79. მატრი)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ვივესი (72. პრჩიჩი), ასკუა (61. ბენასი), ბაზელი, მოლინარო - კვალიარელა, ბელოტი (61. ბელოტი)
გაფრთხილება: მაურისიო, კლოზე - მორეტი, ვივესი, ბენასი
კუთხური: 0-7; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-7 (3-3); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 40 000
კიევო-ნაპოლი 0:1
გოლი: 0:1 იგუაინი (59)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, ცეზარი, გამბერინი, გობი - კასტრო, პინცი (64. ბირსა), რიგონი - პეპე (72. პელისიერი) - პალოსკი (82. ინგლეზე), მეჯორინი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (77. დავიდ ლოპესი) - ინსინიე (70. მერტენსი), კალეხონი, იგუაინი (83. გაბიადინი)
გაფრთხილება: მეჯორინი - კულიბალი
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 3-13 (1-4); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 15 000
ბომბარდირები: 7 - მარტინს ედერი (სამპდორია), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 6 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 5 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), კარლოს ბაკა (მილანი); 4 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), დანიელე ბაზელი (ტორინო), ალბერტო პალოსკი (კიევო), მირალემ პიანიჩი (რომა), მოჰამედ სალაჰი (რომა), ლუის მურიელი (სამპდორია), პაულო დიბალა (იუვენტუსი)
მომდევნო ტური
27 ოქტომბერი:
ბოლონია-ინტერი
28 ოქტომბერი:
ატალანტა-ლაციო, ფროზინონე-კარპი, ვერონა-ფიორენტინა, მილანი-კიევო, ნაპოლი-პალერმო, რომა-უდინეზე, სასუოლო-იუვენტუსი, ტორინო-ჯენოა
29 ოქტომბერი:
სამპდორია-ემპოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"