ველასკესი პაოლო დიბალასთან ერთად შესანიშნავ ტანდემს ქმნიდა წინა სეზონში, სადაც 5 გოლის გატანა და 4-ჯერ ასისტენტობის გაწევა მოახერხა.
"ვასკესი ამ მომენტისთვის საუკეთესო იტალიელია", - თქვა ძამპარინიმ.
"მას მიშელ პლატინს ამსგავსებენ, ეს კი ბევრს ნიშნავს. თუ ასე თამაში გააგრძელა, ვფიქრობ, ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება ჩვენს გუნდში.
"მილანს", "ინტერს" და "ჩელსის" მისი შეძენა იანვარშივე სურთ, მაგრამ ზამთარში გუნდიდან არავინ წავა", - დაამატა პრეზიდენტმა.