სერია A. XI ტური: "იუვენტუსმა" დერბი მოიგო, მაგრამ სკუდეტო ძალიან შორსაა [VIDEO]

AutoSharing Option
31 ოქტომბერს იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ტურინულ დერბიში "იუვენტუსმა" 94-ე წუთზე ხუან კუადრადოს მიერ გატანილი ბურთის წყალობით მოუგო დერბი "ტორინოს" და მას ქულებით გაუთანაბრდა.

მანამდე მე-19 წუთზე პოლ პოგბამ გახსნა ანგარიში, ხოლო 51-ე წუთზე ჩეზარე ბოვომ გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასიმო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან თანაბარი მატჩი გამოვიდა, რომლის ბედიც ბოლო ეპიზოდმა გადაწყვიტა. თამაში მსაჯის სასტვენამდეა და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. დღეს უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ცუდი სტარტის გამო, ბიჭებს ნერვიულობა კვლავ ეტყობათ. ახლა კვირაში ორჯერ თამაში ბევრ ენერგიას
გვაცლის, სკუდეტო კი ჩვენგან ახლა ძალიან შორსაა".

ლიდერთა მატჩში "ინტერმა" გარი მედელის გოლით "რომა" 1:0 დაამარცხა და ცხრილში მას გადაუსწრო. მეორე ტაიმში "რომას" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი გააძევეს.

იუვენტუსი-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 პოგბა (19), 1:1 ბოვო (51), 2:1 კუადრადო (94)

ინტერი-რომა 1:0
გოლი: 1:0 მედელი (31)
გაძევება: პიანიჩი (73)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1. ინტერი - 24 ქულა; 2. რომა - 23; 3. ნაპოლი - 21; 4. ფიორენტინა - 21; 5. სასუოლო - 18.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული