ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" სამირ ნასრისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი ტურინის "იუვენტუსის" და მილანის "ინტერის" სამიზნედ იქცა.

ორივე იტალიური გუნდი ფეხბურთელის შეძენას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ნასრი სტაბილურად ვეღარ ხვდება "სიტის" ძირითად შემადგენლობაში.

ფრანგ ფეხბურთელს ინგლისურ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ნასრიმ 7 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული