მონტელას და ფერეროს შორის შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებას "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე უშლიდა ხელს.
საქმე იმაშია, რომ ბოლოს მონტელა სწორედ ფლორენციულ გუნდს წვრთნიდა და მისი ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაში იყო, რომლის გაწყვეტის შემთხვევაში, დელა ვალე სოლიდურ კომპენსაციას ითხოვდა.
ფერეროს ფულის გადახდა არ
"მინდა მადლობა გადავუხადო ანდრეა დელა ვალეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ ვითარებას და კონტრაქტის გაწყვეტას დათანხმდა. ფლორენციაში სამი დაუვიწყარი წელი გავატარე, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის.
ჩემსა და დელა ვალეს შორის იყო უთანხმოება, მაგრამ ეს ვერაფრით გადაწონის იმ დადებით ემოციებს, რაც ფლორენციაში მივიღე. ახალ გამოწვევას ენთუზიაზმით ვიღებ და ვფიქრობ, რომ "სამპდორიასთან" ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"