იტალია-რუმინეთი 2:2 - "სკუადრა აძურამ" ისევ ვერ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა და კვლავ ვერ მოიგო. ბოლონიაში გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში სტუმრებმა ბოგდან სტანკუს გოლით მე-8 წუთზე გახსნეს და პირველი ტაიმიც თავიანთ სასარგებლოდ ჩაამთავრეს. "სკუადრა აძურამ" გათანაბრება 55-ე წუთზე, კლაუდიო მარკიზიოს ზუსტი 11-მეტრიანით მოახერხა, მანოლო გაბიადინის გოლით (65) ანგარიშშიც დაწინაურდა.

თუმცა რუმინელებმა გათანაბრება შეხვედრის მიწურულს მაინც შეძლეს - 89-ე წუთზე სალვატორე სირიგუს კარში ფლორინ ანდონემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის და რუმინეთის ნაკრებებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს, ოთხი დღის
წინ კი ანტონიო კონტეს გუნდი ბელგიაში 1:3 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული