ჯანლუიჯი ბუფონი "მილანის" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 21 ნოემბერს "მილანთან" გასამართი შეხვედრისთვის მზადაა.

37 წლის მეკარემ იტალიისა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში თეძოს ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

სხვათა შორის, დღეს, 20 ნოემბერს, ჯანლუიჯი ბუფონის ფეხბურთში დებიუტიდან ზუსტად 20 წელი გავიდა. ბუფონი მოედანზე პირველად 1995 წელს, "პარმას" მაისურით სწორედ "მილანის" წინააღმდეგ გამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული