სერია A. XIII ტური: "ბებერი ქალბატონის" მილანური ვნებანი [VIDEO]

AutoSharing Option
* "იუვენტუსმა" "მილანს" მიჯრით მე-6 მატჩი მოუგო.

* "ნაპოლის" ზედიზედ 16 მატჩია, არ წაუგია.

* ვინჩენცო მონტელამ "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩი წააგო.

მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გამართა, სადაც "იუვენტუსმა" "მილანს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0. მიმოხილვის დიდი ნაწილი სწორედ ამ შეხვედრას დაეთმობა...

მძიმე მატჩი
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ "იუვენტუსი"-"მილანის" დაპირისპირება მეტად მძიმედ წარიმართა და ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ნაკლებად საინტერესო გამოდგა.

ვიხილეთ ბევრი ბრძოლა, რამდენიმე ნახევარმომენტი და ერთი კარგი გოლი, რომელმაც შეუნარჩუნა სახე გრანდების პაექრობას. ერთადერთი გოლი პაულო დიბალას
ანგარიშზეა, რომელმაც ალექს სანდროს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კარგად მიიღო ბურთი და უძლიერესი დარტყმით ბურთი მილანელთა კარის ბადეში გაახვია.

მატჩი ტურინელთა უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა, რომ სხვაობა უფრო სოლიდური ყოფილიყო, მაგრამ ორჯერ სტუმართა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ გაიბრწყინა. 16 წლის მეკარემ კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა და საფინალო სასტვენის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონისგან სამახსოვრო მაისურაც მიიღო. დიახ, ორი ჯიჯის დუელი შედგა, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა 21 წელია!

მასიმილიანო ალეგრიმ 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია, უარი თქვა გარემარბებზე და გამთამაშებლად ერნანესი გაამწესა - ამ სქემამ არ გაამართლა და ამად იყო, რომ შესვენებაზე ერნანესი ლეონარო ბონუჩიმ შეცვალა, "იუვენტუსი" კი 3-5-2 ტაქტიკაზე გადავიდა. მეორე ნახევარში ტურინელები უკეთ ირჯებოდნენ და ის ერთი გოლიც ამის შედეგია, მაგრამ მაინც, მასპინძლებმა ერთობ სუსტად იასპარეზეს და მხოლოდ იმის ხარჯზე იმარჯვეს, რომ "მილანი" კიდევ უფრო სუსტი იყო...

სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებს ჯანლუიჯი ბუფონის კარის მიმართულებით ხეირიანად არ დაურტყამთ, ერთი კარგი კომბინაცია არ გაუთამაშებიათ და საერთოდ, ფეხბურთი არ უთამაშიათ - იბრძოლეს, იწვალეს, უამრავი შეცდომა დაუშვეს და წააგეს. მიჯრით მოგებული სამი მატჩის შემდეგ "როსონერიმ" ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და, რაც მთავარია, ორივე ამ თამაშში უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან "მილანი" თავს კარგად იცავდა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მნიშვნელოვანია სამი ქულის მოპოვება იმ შეხვედრაში, რომელშიც საუკეთესო თამაში ნამდვილად არ გვიჩვენებია. რგოლებს შორის კავშირი იყო გაწყვეტილი და შესაბამისად, გვიჭირდა ბოლო პასის გაკეთება. ბევრ კომპონენტში უნდა მივუმატოთ, თუმცა დღეს ვეცდები, რომ ზედმეტად კრიტიკული არ ვიყო, რადგან უმნიშვნელოვანესი ქულები ავიღეთ და სატურნირო ცხრილში "მილანს" გავუსწარით".

სინიშა მიხაილოვიჩი (მილანი): "ბევრი არაზუსტი პასი გავაკეთეთ და კონტრშეტევაზე არაფერი გამოგვდიოდა, ასე კი "იუვენტუსთან" დადებით შედეგზე არც კი უნდა იოცნებო. ფაქტია, რომ ბევრ კომპონენტზე გვაქვს სამუშაო, რაც უნდა გავაცნობიეროთ და შრომა გავაგრძელოთ. ტურინში წაგება სამარცხვინო არაა, მაგრამ თამაშის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ვეცდები, რომ მომდევნო მატჩისთვის გუნდი უკეთ მოვამზადო".
იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

ლიდერებმა ქულები დაკარგეს
ძალიან საინტერესოდ წარიმართა ტოსკანური დერბი, რომელშიც "ემპოლიმ" და "ფიორენტინამ" ორ-ორი გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს. საგულისხმოა, რომ ფლორენციელებმა პირველი ტაიმი ორი ბურთის სხვაობით წააგეს და ქულის გადარჩენას ნიკოლა კალინიჩს უნდა უმადლოდნენ, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და დუბლი შეასრულა.

მე-60 წუთისთვის ანგარიში უკვე 2:2 იყო და ბუნებრივია, რომ მასპინძლები მთელი ძალებით ცდილობდნენ მესამე გოლის შეგდებას, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს. "ფიორენტინამ" უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, თუმცა რჩება ლიდერთა შორის...

2:2 ითამაშა "რომამაც" და ასევე დაკარგა ქულები. რუდი გარსიას შეგირდები "ბოლონიას" ესტუმრნენ და ურთულეს კლიმატურ პირობებში, უფრო კონკრეტულად კი, თავსხმა წვიმაში ფრეს დასჯერდნენ. მატჩის მთავარი მოქმედი პირი არბიტრი იყო, რომელმაც სამი თერთმეტმეტრიანი დანიშნა და "ბოლონიას" ერთი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალა. "რომა" რჩება სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად, მაგრამ არასტაბილურობა გარსიას გუნდს დათვურ სამსახურს უწევს.
იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

კარგი ტური გამოდგა "ნაპოლისთვის", რადგან კონკურენტების წაფორხილების ფონზე, ნეაპოლელთა ვერონულ გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი დაედო. პირველი ტაიმი უშედეგო ბრძოლაში გაილია, მეორე ნახევარში კი სტუმრები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ და ორი უპასუხო გოლი მიართვეს მეტოქეს.

მატჩის გმირად ლორენცო ინსინიე უნდა შევრაცხოთ, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა აქტივში. მეორე გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელიც 10 შედეგიანი დარტყმით ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წარუმატებელი გამოდგა ვინჩენცო მონტელას დებიუტი "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რადგან გენუური გუნდი უდინეში დამარცხდა. "უდინეზემ" პირველ ტაიმში შეუგდო გოლი მეტოქეს და შემდეგ დამაჯერებლად იცავდა თავს.

მონტელას არეული გუნდი დაახვედრეს და მის დალაგებას დიდი შრომა დასჭირდება. მომდევნო ტურში გენუელები "მილანს" მიიღებენ და ვინჩენცო იქ შეეცდება სადებიუტო გამარჯვების მოპოვებას "სამპას" მთავარი მწვრთნელის რანგში...

XIII ტური
21 ნოემბერი
ბოლონია-რომა 2:2
გოლები: 1:0 მაზინა (14), 1:1 პიანიჩი (52-პენ), 1:2 ჯეკო (72-პენ), 2:2 დესტრო (87-პენ)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო, მაიეტა (79. მანკოზუ), მაზინა - ბრიგი, დიავარა, დონსა (70. ტაიდერი) - მუნიერი (76. რიცო), ჯაკერინი, დესტრო
რომა (4-3-3): სჩესნი - მაიკონი (63. ტოროსიდისი), მანოლასი, რუდიგერი, დინე - ნაინგოლანი, კეიტა (63. ვანკური), პიანიჩი - ფლორენცი, იტურბე (88. უმარი), ჯეკო
გაფრთხილება: მირანტე, გასტალდელო, მაიეტა, დონსა, დესტრო - მანოლასი, ნაინგოლანი, იტურბე, ტოროსიდისი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-10 (5-8); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 22 000

იუვენტუსი-მილანი 1:0
გოლი: 1:0 დიბალა (65)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ევრა (29. სანდრო) - სტურარო, მარკიზიო, პოგბა - ერნანესი (46. ბონუჩი) - დიბალა (81. მორატა), მანჯუკიჩი
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - კუცკა (74. ლუის ადრიანო), მონტოლივო, ბონავენტურა - ჩერჩი, ნიანგი (84. ჰონდა), ბაკა
გაფრთხილება: ლიხტშტაინერი, სტურარო - ალექსი, კუცკა
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-7 (5-2); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 41 000

22 ნოემბერი
ვერონა-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ინსინიე (67), 0:2 იგუაინი (73)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, ბიანკეტი, მორასი, ალბერტაცი (47. ელანდერი) - კეკინი (69. ვსზოლეკი), ალფრედსონი, გრეკო - იანკოვიჩი (73. ტონი), ტალები, პაცინი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კირიკეში, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (78. დავიდ ლოპესი) - ინსინიე (88. მაჯო), კალეხონი (66. ელ ქადური), იგუაინი
გაფრთხილება: პიზანო, იანკოვიჩი, გრეკო - ჰიუსაი, ინსინიე
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 3-18 (2-8); ბურთის ფლობა: 28%-72%
მაყურებელი: 22 000

ატალანტა-ტორინო 0:1
გოლი: 0:1 ბოვო (52)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო (82. დალესანდრო), სტენდარდო, პალეტა, ბელინი (55. ბრივიო) - კარმონა, დე რუნი, ჩიგარინი (70. რაიმონდი) - მორალესი, გომესი, დენისი
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ვივესი, ასკუა, ბაზელი (89. გაცი), მოლინარო - კვალიარელა (84. მაქსი ლოპესი), ბელოტი (90. მარტინესი)
გაფრთხილება: სტენდარდო, დე რუნი - ვივესი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 7-11 (1-3); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 20 000

კარპი-კიევო 1:2
გოლები: 0:1 ინგლეზე (8), 0:2 მეჯორინი (14), 1:2 გამბერინი (61 ს. კ.)
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ლეტიცია, ძაკარდო, ბუბნიჩი (59. გალიოლო), სილვა - მატოსი, მარონე (71. ლაზანია), ბიანკო, პაშუტი (46. დე გაუდიო) - ლოლო - მბაკოგუ
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, გობი - კასტრო, რიგონი, ჰეტემაი - ბირსა (74. პეპე) - ინგლეზე (67. პალოსკი), მეჯორინი (83. რადოვანოვიჩი)
გაფრთხილება: ძაკარდო, სილვა, ლოლო, გალიოლო - ბირსა, ინგლეზე, რადოვანოვიჩი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 12-9 (4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 10 000

ფიორენტინა-ემპოლი 2:2
გოლები: 0:1 ლივაია (18), 0:2 ბუჩელი (27), 1:2 კალინიჩი (55), 2:2 კალინიჩი (61)
ფიორენტინა (4-3-3): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი, ალონსო - ბორხა ვალერო, სუარესი (46. კალინიჩი), ვესინო - ფერნანდესი, რებიჩი (46. ბერნარდესკი), ბაბაქარი (79. როსი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, ბუჩელი (83. ბიტანტე) - საპონარა (74. კრუნიჩი) - მაკარონე (65. პუჩარელი), ლივაია
გაფრთხილება: ტომოვიჩი, სუარესი, ვესინო, რებიჩი, ბერნარდესკი - ბუჩელი, ზელინსკი, ლივაია
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13-11 (6-5); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 30 000

ჯენოა-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 რინკონი (51), 1:1 აჩერბი (90), 2:1 პავოლეტი (90)
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო (79. სისოხო), ბურდისო, ანსალდი - ფიგუეირასი (58. ჯემაილი), კოსტა, რინკონი, ლაქსალტი - ლაზოვიჩი (68. გაპკე), პეროტი, პავოლეტი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო - დანკანი (62. ფლოკარი), მანიანელი, მისიროლი - სანსონე (79. ფლორო ფლორესი), ბერარდი, დეფრელი (72. პოლიტანო)
გაფრთხილება: პერინი, ბურდისო, რინკონი (ჯენოა)
გაძევება: პეროტი (41) - ბერარდი (41)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 14-6 (5-5); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 22 000

ლაციო-პალერმო 1:1
გოლები: 0:1 გოლდანიგა (21), 1:1 კანდრევა (69-პენ.)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ჰოედტი, ჯენტილეტი, ლულიჩი - პაროლო, ბილია, სავიჩი - კეიტა (83. კიშნა), ანდერსონი (58. მატრი), ჯორჯევიჩი (58. კანდრევა)
პალერმო (4-3-2-1): სორენტინო - სტრუნა (81. რისპოლი), გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი - ჰილემარკი (74. რიგონი), მატო, ჩოჩევი - ბრუგმანი, ვასკესი - ჯილარდინო (73. ტრაიკოვსკი)
გაფრთხილება: ჯენტილეტი, ბილია, მატრი - ჰილემარკი, ჩოჩევი, ტრაიკოვსკი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-13 (5-9); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 35 000

უდინეზე-სამპდორია 1:0
გოლი: 1:0 ბადუ (34)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ფელიპე (81. პირისი), ვაგუე, დანილო - ვიდმერი (73. ალი ადნანი), ედენილსონი, ბადუ, ლოდი, იტურა - აგუირე (73. დი ნატალე), ტერო
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, მოისანდერი, ზუკანოვიჩი - სორიანო (82. ბონაცოლი), ფერნანდო, ბარეტო - კარბონერო (64. ხრისტოდოლოპულოსი), ედერი, მურიელი (65. კასანო)
გაფრთხილება: ფელიპე, დანილო, იტურა - სილვესტრი
გაძევება: ზუკანოვიჩი (90. სამპდორია)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-7 (5-2); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 16 000

ინტერი-ფროზინონე 4:0
გოლები: 1:0 ბიაბიანი (29), 2:0 იკარდი (53), 3:0 მურილიო (87), 4:0 ბროზოვიჩი (90)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო (60. რანოკია), მირანდა, მურილიო, ტელესი - მელო, კონდოგბია - ლიაიჩი, იოვეტიჩი, ბიაბიანი (86. პერიშიჩი) - იკარდი (88. ბროზოვიჩი)
ფროზინონე (4-4-1-1): ლეალი - როზი, დიაკიტე, ბლანკარდი, კრიველო - პაგანინი (83. კარლინი), გორი (77. გუჩერი), სამარკო, სოდიმო - კასტილო - დ. ჩოფანი (77. ლონგო)
გაფრთხილება: მირანდა - დიაკიტე, სოდიმო, პაგანინი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16-10 (10-4); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 55 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 10 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 9 - მარტინს ედერი (სამპდორია), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 6 - კარლოს ბაკა (მილანი), ჟერვინიო (რომა), პაულო დიბალა (იუვენტუსი), მირალემ პიანიჩი (რომა)

მომდევნო ტური
28 ნოემბერი:
ტორინო-ბოლონია, მილანი-სამპდორია

29 ნოემბერი:
კიევო-უდინეზე, ფროზინონე-ვერონა, ჯენოა-კარპი, რომა-ატალანტა, ემპოლი-ლაციო, პალერმო-იუვენტუსი

30 ნოემბერი:
სასუოლო-ფიორენტინა, ნაპოლი-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული