ტურინის "იუვენტუსი" ესეკიელ ლავეცით დაინტერესდა

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელი ფორვარდი ესეკიელ ლავეცი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის "იუვენტუსში" გადავიდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერზე გუნდები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ფრანგულ გუნდს ლავეცისთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულს ეწურება, ამიტომ ფეხბურთელის გაყიდვას ზამთარში შეეცდებიან.

30 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული