ნაპოლი-რომა
"რომა" კრიზისშია და ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურმაც დაადასტურა. მართალია, დედაქალაქელები გავიდნენ პლეი ოფში, მაგრამ ამას უფრო "ბარსელონას" უნდა უმადლოდნენ, რომელმაც ლევერკუზენში არ წააგო და არა საკუთარ თავს. "ჯალოროსიმ" ბატე-ს ვერ სძლია, მხოლოდ ფრეს გამორჩა და თუ თამაშის მიმდინარეობას გაიხსენებთ, მარცხთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე გამარჯვებასთან.მოკლედ, "რომა" შავ დღეშია და ასეთ დროს
"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, რუდი გარსია ისევ 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ხუან იტურბეს, იაგო ფალკეს და ედინ ჯეკოს გაამწესებს. აქვე ვთქვათ, რომ "რომას" ლაზარეთი შედარებით შეთხელდა და გუნდს ორი წამყვანი შემტევი: ჟერვინიო და მოჰამედ სალაჰი დაუბრუნდა - ორივე სათადარიგოთა სკამზე იქნება და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან თამაშში.
სამი ფორვარდით შეუტევს "ნაპოლიც", რომელთაგან ერთი ხოსე კალეხონი იქნება, მეორე ლორენცო ინსინიე და მესამე გონსალო იგუაინი. ტრავმა მოიშუშა დრის მერტენსმა და ის სათადარიგოთა სკამზე იჯდება, რაც მწვრთნელ მაურიციო სარისთვის დიდი შვებაა - ბოლო რამდენიმე ტურში, ნეაპოლელებს შეტევის გაძლიერების რესურსი პრაქტიკულად არ ჰქონდათ, რადგან მერტენსიც და მანოლო გაბიადინიც ტრავმირებულნი იყვნენ.
იუვენტუსი-ფიორენტინა
არანაკლებ საინტერესო მატჩი შედგება ტურინში, სადაც ფორმაში შესული "იუვენტუსი" აღმავლობის გზაზე მდგარ "ფიორენტინას" დაუხვდება. მასიმილიანო ალეგრის ისევ აქვს საკადრო პრობლემები, რის გამოც ნახევარდაცვის ცენტრში კვადვო ასამოას დაყენება მოუწევს, მასთან ერთად კი კლაუდიო მარკიზიო და პოლ პოგბა გაირჯებიან. შეტევის წინა ხაზზე სავარაუდოდ, პაულო დიბალას და მარიო მანჯუკიჩს ვიხილავთ. "ბოლო პერიოდში, "ფიორენტინა" მუდმივად 3-4-2-1 ტაქტიკით ირჯება - წინა ხაზზე ნიკოლა კალინიჩი, სიღრმიდან ბორხა ვალერო და იოსიპ ილიჩიჩი, შუა ხაზში კი ნაცადი ოთხეული ბერნარდესკის, ბადელის, ვესინოს და ალონსოს შემადგენლობით.
ორივე მწვრთნელი გულშემატკივრებს შემტევ ფეხბურთს ჰპირდება და ორივე გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა. ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ალეგრიმ "ფიორენტინასთან" მოახლოებულ პაექრობაზე ისაუბრა:
"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გვსურდა გასვლა და ვფიქრობ, ვიმსახურებდით კიდეც, მაგრამ რაც არის, არის, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რომელსაც "ფიორენტინასთან" გავმართავთ. ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში მოვახვიოთ მეტოქეს თავს და სამი ქულა მოვიპოვოთ. ფლორენციელებს ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავთ და შუა ხაზისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდება".
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პოგბა, მარკიზიო, ასამოა, სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი, ბადელი, ვესინო, ალონსო - ილიჩიჩი, ბორხა ვალერო - კალინიჩი
შაბათი. 12 დეკემბერი
ჯენოა-ბოლონია 18:00
დისკვალიფიკაცია: პავოლეტი - მაზინა
ტრავმა: მარკეზე, მუნიოსი, ჯემაილი, პანაიოტისი - კრაფტი, მაიეტა, მანკოზუ
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=4-5, (19-17)
პალერმო-ფროზინონე 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯორჯევიჩი, ვიტიელო - რუსო, ჩიბსა, ლონგო
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
სასუოლო-ტორინო 21:00
დისკვალიფიკაცია: ბერარდი (სასუოლო)
ტრავმა: ტერანოვა, ანტეი, ფონტანეზი, პელუზო - ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, აველარი, ობი, სილვა
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=3-6, (10-17)
უდინეზე-ინტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: ფელიპე, დანილო - დამბროზიო
ტრავმა: გილიერმე, მერკელი, საპატა, კონე, ერტო - სანტონი, კონდოგბია
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +13=10-22, (51-58)
კვირა. 13 დეკემბერი
მილანი-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: რაფაელი, ალფრედსონი (ვერონა)
ტრავმა: მენეზი, დიეგო ლოპესი, დე იონგი, ანტონელი - ფარესი, რომულო, ალბერტაცი, მათუზალემი, გომესი, პაცინი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 0-1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +6=4-2, (21-15)
კიევო-ატალანტა 18:00
დისკვალიფიკაცია: მილიაჩო (ატალანტა)
ტრავმა: მატიელო - დრამე, ტოლოი, ბელინი, პინილია, კონტი, კარმონა
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=11-7, (29-27)
ემპოლი-კარპი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოშიჩი, მჭედლიძე, კრუნიჩი - ფედელე, ბუბნიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (3-1)
ნაპოლი-რომა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გაბიადინი - ტოტი, ტოროსიდისი, კაპრადოსი, პონჩე, ნურა
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +8=8-16, (40-57)
იუვენტუსი-ფიორენტინა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პერეირა, ხედირა, ერნანესი, კასერესი - ბლაშიკოვსკი
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +22=15-6, (69-44)
14 დეკემბერი
ლაციო-სამპდორია 23:45
დისკვალიფიკაცია: მაურისიო (ლაციო)
ტრავმა: დე ვრი, ონაზი, ლულიჩი - კოდა, კორეა, რეჯინი
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +20=7-8, (57-36)
ბომბარდირები: 14 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 10 - მარტინს ედერი (სამპდორია); 9 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), მირალემ პიანიჩი (რომა); 6 - კარლოს ბაკა (მილანი), ჟერვინიო (რომა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"