სერია A. XVII ტურის წინ: ბრძოლა საშობაო განწყობისთვის

AutoSharing Option
ერთი ტურიც და სერია A-ს მიმდინარე გათამაშება საშობაო შესვენებაზე გავა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ წელს ლიდერის რანგში "ინტერი" შეხვდება და ეს განურჩევლად იმისა თუ, როგორ დაასრულებს "ლაციოსთან" ტურის ცენტრალურ მატჩს.

მოუგე ლიდერს და დაძლიე კრიზისი
შუაკვირაში "ინტერმა" იტალიის თასზეც იმარჯვა და სრული ბედნიერებისთვის, საშობაოდ "ლაციოს" ძლევა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, მილანური გრანდი მინიმუმ, 4-ქულიან ფორას შეინარჩუნებს მდევრებთან, რაზეც სეზონის წინ მილანელები, ალბათ, ვერც კი იოცნებებდნენ.

რობერტო მანჩინი ხშირად ცვლის ტაქტიკურ მონახაზს, ამჯერად კი 4-3-3 სქემაზე აპირებს არჩევანის შეჩერებას. შეტევის წინა ხაზზე
ივან პერიშიჩს, ადემ ლიაიჩსა და მაურო იკარდის ვიხილავთ, შუახაზში კი მარსელო ბროზოვიჩს, გარი მედელს და ჟოფრეი კონდოგბიას. ამ უკანასკნელს ტრავმა ჰქონდა და გარკვეული პაუზის შემდეგ, უბრუნდება მოედანს. "ინტერი" რომ პირველ ნომრად შეეცდება თამაშს და მილანელთათვის ფრე მარცხის ტოლფასი იქნება, ამაზე რობერტო მანჩინის სიტყვებიც მოწმობს:

"რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი მიზანი წლის მაჟორულ ნოტზე დასრულებაა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მთავარია, ცენტრში მოვიპოვოთ უპირატესობა და მეტოქეს ბურთი არ დავუთმოთ."ლაციო" საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ სწორედ ჩემპიონატის ლიდერთან შეეცდება კრიზისის დაძლევას. ამიტომ, ფხიზლად გვმართებს ყოფნა".

"ლაციოს" თავკაცი სტეფანო პიოლი ბოლო მატჩებში 4-3-1-2 ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას და სავარაუდოდ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ახალი ამპლუა მოუძებნეს ანტოინიო კანდრევას, რომელსაც გამთამაშებლის როლი დაეკისრა.

შეტევის წინა ხაზზე, ალბათ, ფილიპ ჯორჯევიჩს და ალესანდრო მატრის ვიხილავთ, მიროსლავ კლოზე კი ამჯერად, თადარიგში დარჩება. მანჩინიმ გამოიცნო, "ლაციო" "ინტერის" ძლევით აპირებს კრიზისის დაძლევას, რასაც პიოლის სიტყვები ადასტურებს:

"მილანში სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, რომლის წარმატებით დასრულება უაღრესად მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება. "ინტერი" ლიდერია, თუმცა მისი დამარცხება შეიძლება და ჩვენ ამას შევეცდებით".

სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მირანდა, მურილიო, ტელესი - ბროზოვიჩი, მედელი, კონდოგბია - ლიაიჩი, პერიშიჩი, იკარდი
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - ბასტა, ჰოედტი, ჯენტილეტი, რადუ - პაროლო, ბილია, კატალდი - კანდრევა - ჯორჯევიჩი, მატრი

"ინტერის" მდევრები
"იუვენტუსი" "კარპის" ესტუმრება და შეეცდება, წარმატებული სერია გააგრძელოს. "ინტერის" მსგავსად, ტურინელებმა იტალიის თასზეც იმარჯვეს და შესანიშნავ განწყობაზე არიან. მიუხედავად იმისა, რომ თასზე სიმონე ძაძამ გაიბრწყინა, "კარპის", ალბათ, ისევ პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი შეუტევენ. "იუვე" აშკარა ფავორიტია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

"ნაპოლი" "ატალანტას" ესტუმრება, ბერგამოში გამარჯვება კი ტრადიციულად, რთული საქმეა. ნეაპოლელები ხოსე კალეხონის, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინის ნაცადი ტრიოთი შეუტევენ, დრის მერტენსი თადარიგში დარჩება, მანოლო გაბიადინი კი დაშავებულია და განაცხადში არ იქნება.

იტალიის თასიდან გამოვარდნილი "ფიორენტინა" ჯავრისყრას "კიევოზე" აპირებს და დიდი შანსია, ასეც მოხდეს, რადგან თამაში ფლორენციაში გაიმართება და აშკარა ფავორიტი სწორედ პაულო სოუზას გუნდია. პორტუგალიელი სპეციალისტი ექსპერიმენტებს მოერიდება, წინა ხაზზე ნიკოლა კალინიჩს გაამწესებს და სიღრმიდან ბორხა ვალერო-იოსიპ ილიჩიჩის ტანდემს დაახმარს.

შაბათი. 19 დეკემბერი
ბოლონია-ემპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: დიავარა (ბოლონია)
ტრავმა: კრაფტი, მაიეტა, მანკოზუ, ჯაკერინი, რიცო - მჭედლიძე, კრუნიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=4-1, (8-5)

კვირა. 20 დეკემბერი
კარპი-იუვენტუსი 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფედელე, ბუბნიჩი - Pერეირა, ერნანესი, ლემინა, ასამოა
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ატალანტა-ნაპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: კურტიჩი, კერუბინი (ატალანტა)
ტრავმა: დრამე, პინილია, კონტი, კარმონა - გაბიადინი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +9=12-10, (31-35)

ფიორენტინა-კიევო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბლაშიკოვსკი (ფიორენტინა)
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +17=2-5, (38-21)

ვერონა-სასუოლო 18:00
დისკვალიფიკაცია: პიზანო - ბერარდი
ტრავმა: ღომულო, ალბერტაცი, მათუზალემი, გომესი, პაცინი, სუპრაიენი - ტერანოვა, მანიანელი, პელუზო
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +6=1-5, (15-17)

რომა-ჯენოა 18:00
დისკვალიფიკაცია: პავოლეტი, პეროტი (ჯენოა)
ტრავმა: ტოტი, ტოროსიდისი, კაპრადოსი - მარკეზე, ჯემაილი, ბურდისო
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +12=1-7, (38-23)

ფროზინონე-მილანი 21:00
დისკვალიფიკაცია: დე იონგი, კუცკა (მილანი)
ტრავმა: რუსო, ჩიბსა, ლონგო - მენეზი, დიეგო ლოპესი, ანტონელი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

სამპდორია-პალერმო 21:00
დისკვალიფიკაცია: ზუკანოვიჩი - გონსალესი
ტრავმა: კრსტიჩიჩი - ვიტიელო
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +7=7-10, (23-31)

ტორინო-უდინეზე 21:00
დისკვალიფიკაცია: პერესი (ტორინო)
ტრავმა: ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, ობი, სილვა, ბენასი, აველარი - მერკელი, საპატა, ერტო
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=5-10, (21-22)

ინტერი-ლაციო 23:45
დისკვალიფიკაცია: მაურისიო (ლაციო)
ტრავმა: სანტონი - დე ვრი, ონაზი, ლულიჩი, კიშნა
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +15=19-16, (67-68)

ბომბარდირები: 14 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 10 - მარტინს ედერი (სამპდორია); 9 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 8 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მირალემ პიანიჩი (რომა), კარლოს ბაკა (მილანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული