როგორც Sportmediaset-ი იტყობინება, 24 წლის სერბმა ფეხბურთელმა სეზონის პირველ ნახევარში მილანური გუნდის ხელმძღვანელობის დიდი სიმპატია დაიმსახურა. ამიტომ გუნდი მზადაა ფეხბურთელი 11 მილიონ ევროდ შეიძინოს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში, სერბის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.