მილანის "ინტერს" ადემ ლიაიჩის გამოსყიდვა სურს

AutoSharing Option
მილანის "ინტერს" "რომადან" იჯარის წესით გადმოყვანილი ადემ ლიაიჩის გამოსყიდვა სურს.

როგორც Sportmediaset-ი იტყობინება, 24 წლის სერბმა ფეხბურთელმა სეზონის პირველ ნახევარში მილანური გუნდის ხელმძღვანელობის დიდი სიმპატია დაიმსახურა. ამიტომ გუნდი მზადაა ფეხბურთელი 11 მილიონ ევროდ შეიძინოს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში, სერბის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული