"რომამ" ფეხბურთელი "მილანიდან" 6-თვიანი იჯარის წესით გადაიბირა.
იმ შემთხვევაში, თუ ფორვარდი თამაშების გარკვეულ რაოდენობას ჩაატარებს, კლუბი ვალდებული გახდება გამოისყიდოს ის.
აქვე შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნაევარი ელ-შაარავიმ იჯარის წესით ფრანგულ "მონაკოში" გაატარა, მაგრამ "მონაკომ" ფეხბურთელის სამომავლოდ დატოვება აღარ ისურვა.