"ფიორენტინას" ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს გული მიუძღვნეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიური "ფიორენტინას" გულშემატკივარმა 2016 წელს გამართული საყვარელი გუნდის პირველი ვარჯიში  უყურადღებოდ არ დატოვა.

როგორც იტალიური გამოცემები იუწყებიან, "არტემიო ფრანკის" სახელობის სტადიონზე გამართულ ვარჯიშს 10 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. გულშემატკივარი მღეროდა და ფეხბურთელებს ამხნევებდა.

თავის მხრივ, გუნდის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა მოედნის ცენტრში გული გამოსახეს, შემდეგ კი თავის მხარდამჭერებს მაისურები აჩუქეს.

17 ტურის შემდეგ "ფიორენტინა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული