ბარგამოში ორი გოლი გავიდა და ორივე ავტოგოლი - ჯერ "ინტერის" ჯეისონ მურილიომ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, შემდეგ "ატალანტას" რაფაელ ტოლოიმ.
"ტორინომ" 4:2 მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ფროზინონეს". აქ აღსანიშნავია, რომ "სევილიადან" იჯარით გადასულმა ჩირო იმობილემ პირველივე მატჩში გაიტანა "ტორინოს" შემადგენლობაში, ოღონდ, პენალტის ნიშნულიდან.
"ნაპოლიმ" 3:1 მოუგო "სასუოლოს" და ახლა უკვე 4 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "ინტერს". დუბლი შეასრულა ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულმა გონსალო იგუაინმა.
ატალანტა-ინტერი 1:1
გოლები: 1:0 მურილიო (17 ს.
ტორინო-ფროზინონე 4:2
გოლები: 1:0 იმობილე (9-პენ), 1:1 სამარკო (33), 2:1 ბელოტი (37), 3:1 ბელოტი (41), 3:2 აველარი (74 ს. კ.). 4:2 ბენასი (82)
ნაპოლი-სასუოლო 3:1
გოლები: 0:1 ფალჩინელი (3-პენ), 1:1 კალეხონი (19), 2:1 იგუაინი (42), 3:1 იგუაინი (93)
1. ნაპოლი - 44 ქულა; 2. ინტერი - 40; 3. იუვენტუსი - 39; 4. ფიორენტინა - 38; 5. რომა - 34.