შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე "ნაპოლია", რომელსაც სწორედ "იუვენტუსი" უდგას კვალში. ნეაპოლელთა ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის ლორენცო ინსინიე იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ "ნაპოლის" და "იუვენტუსის" საჩემპიონო დუელზე, მაგრამ ჩვენ ასე არ ვუყურებთ საქმეს. ტურინული გრანდი ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია და ეს ფაქტია, მაგრამ ამ
ლორენცო ინსინიეს სანაკრებო თემაზეც დაეკითხნენ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიში" შესანიშნავად ასპარეზობს, ანტონიო კონტე მას არ ენდობა და პრაქტიკულად, არ იძახებს: "ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან მინდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს.
"ნაპოლიში" თავს არ ვზოგავ, გუნდისთვის სარგებელი მომაქვს და იმედია, ნაკრებსაც დავჭირდები. წინ ევროპის ჩემპიონატია და ამ ტურნირზე თამაში ჩემი ოცნებაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"