რობერტო მანჩინი: მაურიციო სარი მოვიდა და გეი მიწოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "ნაპოლისთან" (2:0) იტალიის თასის მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელთან, მაურიციო სარისთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.


"სარი ჰომოფობია, ასეთები უნდა გააგდო ფეხბურთიდან. სარეზერვო არბიტრს ვკითხე, რატომ დაამატეს ძირითად დროს 5 წუთი, სარი კი მოვიდა და გეი მიწოდა.

თამაშზე საუბარიც კი არ მინდა. 60 წლის კაცია და ასე უსირცხვილოდ იქცევა.

გასახდელში შევხვდით ერთმანეთს და სარიმ მომიბოდიშა, მაგრამ მინდა, რომ საკუთარი სიტყვების გამო შერცხვეს. ინგლისში ასეთებს სტადიონზეც არ შეუშვებდნენ", -
თქვა მანჩინიმ.

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული