მაურიციო სარი: გეი მეგობრები მყავს და ამიტომ ჰომოფობი არ ვარ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ინტერთან" (2:0) იტალიის თასის მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელთან, რობერტო მანჩინისთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.


"ასეთი რამე ხდება ფეხბურთში, მაგრამ მე მიჩვეული ვარ, რომ როცა საფინალო სასტვენი გაისმის, ერთმანეთს ხელს ვართმევთ და ამით ყველაფერი მთავრდება.

როცა სტრესის ქვეშ ხარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მანჩინის გასახდელში ბოდიში მოვუხადე და ყველაფერი მანდვე უნდა დასრულებულიყო, როგოც ეს ხშირად ხდება ფეხბურთში.

ახლა კი ჰომოფობს მეძახიან. დიახ, ეს იყო ყველაზე ცუდი
სიტყვა, რაც თავში მომივიდა. სხვა დროს მას დემოქრისტიანს დავუძახებ.

გეი მეგობრები მყავს და ამიტომ ჰომოფობი არ ვარ. დისკვალიფიკაცია? რატომ უნდა მომცენ დისკვალიფიკაცია? ეს უბრალოდ შეურაცხყოფაა, როგორც სხვა დანარჩენი.

მანჩინიმ ამაზრზენი ბებერი მიწოდა, ამიტომ ახლა ის ბებერი ადამიანების მიმართ რასისტობაში დავადანაშაულოთ? მე მას ბოდიში მოვუხადე, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს სიტყვა, რომელიც დავუძახე", - თქვა სარიმ.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული