სერია A. XXI ტური: "ნაპოლი" და "იუვე" წინ გაიჭრნენ [VIDEO]

AutoSharing Option
* "ვერონა" ერთადერთია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომელსაც ამ სეზონში არ მოუგია.

* მომდევნო ტურში მილანური დერბია.


ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "რომას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით მოუგო - 1:0. ერთადერთი გოლი პაულო დიბალას ანგარიშზეა, მატჩი კი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგსაც ლოგიკური ეთქმის. დანარჩენზე ქვემოთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანი" ჩვეულ სტიქიაში
"მილანი" ჩვეულ სტიქიაშია და ისევ კარგავს ქულებს. ამჯერად, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი "ემპოლის" ესტუმრა, თამაში კი ფრედ დასრულდა - 2:2. სტუმრები კარლოს ბაკას გოლით დაწინაურდნენ, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და აუღებელი
დაარტყა - 0:1.

ტაიმის შუაწელს, პიოტრ ზელინსკი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა - 1:1. "მილანის" მეორე გოლი ჯაკომო ბონავენტურას ანგარიშზეა, რომელსაც მცველისგან მიუვიდა ბურთი და უყოყმანოდ გადაგზავნა მასპინძელთა კარის ბადეში - 1:2. საბოლოო ანგარიში მასიმო მაკარონემ დააფიქსირა, რომელმაც ჯანლუიჯი დონარუმას მიერ მოგერიებული ბურთი დაუცველ კარში შეაგორა - 2:2.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა, შედეგი კი ნამდვილად კანონზომიერი იყო. აქვე ვთქვათ, რომ "მილანის" რიგებში მარიო ბალოტელი გამოჩნდა, რომელმაც ბოლო 25 წუთი ითამაშა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ მიხაილოვიჩმა შემდეგი განაცხადა: "იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო და არა ერთის. ორჯერ გავედით წინ, მაგრამ მეტოქეს ორივეჯერ მივეცით გათანაბრების საშუალება. "ემპოლი" ძალიან კარგი გუნდია და ეს სატურნირო ცხრილიდან ნათლად ჩანს, მაგრამ "მილანი" ვალდებულია, რომ ასეთ შეხვედრებში გაიმარჯვოს.

ისიც ვთქვათ, რომ მსაჯს ჩვენ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა, მაგრამ ხელით თამაში ვერ დაინახა. ვერ ვხვდები, რა საჭიროა მოედანზე ამდენი მსაჯი, თუკი თამაშის წესის აშკარა დარღვევას ვერ ამჩნევენ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ფიორენტინამ" მოგების გემო გაიხსენა
"ფიორენტინამ" ჯერ "ლაციოსთან" წააგო საკუთარ კედლებში, შემდეგ "მილანთან" დამარცხდა "სან სიროზე" და შესაბამისად, მკვეთრად გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა. ფლორენციელებმა გასულ უქმეებზე გაიხსენეს მოგების გემო, როდესაც "ტორინოს" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი იოსიპ ილიჩიჩის ანგარიშზეა, ხოლო მეორე გონსალო როდრიგესმა მიითვალა აქტივში.

თუ თამაშით ვიმსჯელებთ, "ტორინომ" ბევრი არაფერი დაუთმო მეტოქეს და ქულის აღება თავისუფლად შეეძლო, მაგრამ სტუმრებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს. ჩირო იმობილე და ანდრეა ბელოტი კარგად იხსნებოდნენ, არაერთი ხიფათი შექმნეს, მაგრამ გოლი ვერაფრით შეაგდეს.

აქვე ვთქვათ, რომ "ფიორენტინას" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მაურო სარატეს, რომელიც ინგლისიდან გადაბარგდა ფლორენციაში, თავის დროზე კი "ლაციოში" ასპარეზობით გაითქვა სახელი. მოკლედ, "ფიორენტინამ" ჯუზეპე როსი ესპანეთში გაუშვა, მაგრამ სარატე დაიმატა და ვნახოთ, რამდენად წაადგება ეს ცვლილება პაულო სოუზას გუნდს...

"ინტერი" კრიზისში
ეს უკვე კრიზისია, რადგან "ინტერს" სერია A-ს ბოლო 3 თამაშში, 9 შესაძლებელი ქულიდან მხოლოდ 2 აქვს აღებული. რობერტო მანჩინის გუნდმა ვერ მოუგო "ატალანტას" და "კარპის", "ლაციოსთან" კი სულაც დამარცხდა. შუა კვირაში, თასზე მოპოვებული გამარჯვება მილანური გრანდის გულშემატკივრებისთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია, რადგან სულ ცოტა ხნის წინათ, სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმთავრეს ფავორიტად შერაცხული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დაეშვა.

გასულ ტურში "ინტერმა" ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "კარპის" უმასპინძლა და ორი ქულა დაკარგა. მასპინძლები როდრიგო პალასიოს მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კევინ ლაზანიასგან გამათანაბრებელი მიიღეს, თანაც, იმ დროს, "კარპი" კაცნაკლული იყო მოედანზე, რადგან 83-ე წუთზე მსაჯმა ლორენცო პაშუტი გააძევა მინდვრიდან.

მოკლედ, "ინტერმა" მოახერხა და პრაქტიკულად, მოპოვებული გამარჯვება გაუშვა ხელიდან. მატჩის შემდეგ რობერტო მანჩინი ცოფებს ყრიდა, მაგრამ წახდენილ საქმეს რაღას უშველიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლიმ" გენუაშიც მოიგო
"ნაპოლი" მკვლელის ინსტინქტებს ავლენს, საჩემპიონო თამაშებს იგებს და თუ ასე გააგრძელა, "იუვენტუსს" ნამდვილად ღირსეული კონკურენტი ეყოლება. მაურიციო სარის გუნდი გენუაში ჩავიდა და "სამპდორიას" დამაჯერებელად მოუგო. მართალია, მასპინძლებმა ორი გოლი შეაგდეს და ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს, მაგრამ "ნაპოლის" უპირატესობა მაინც თვალსაჩინო გახლდათ.

გონსალო იგუაინმა მორიგი გოლი მიითვალა აქტივში და მის გარდა, თითო გოლი ლორენცო ინსინიემ, მარეკ ჰამშიკმა და დრის მერტენსმა შეაგდეს. ნეაპოლელები ბურთსაც უფრო ხშირად ფლობდნენ და მეტოქის კარშიც გაცილებით მეტჯერ დაარტყეს - მოკლედ, უპირატესობა სტუმართა მხარეს იყო და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ.

ამრიგად, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილში კვლავაც პირველ ადგილზეა და როგორც მაურიციო სარი აცხადებს, პოზიციის დათმობას არ აპირებს. "ნაპოლის" მწვრთნელმა ამაყად განაცხადა, რომ კონკურენტების მატჩებით ნაკლებად ინტერესდება და მისთვის მთავარი საკუთარი გუნდის ასპარეზობაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXI ტური
23 იანვარი
ფროზინონე-ატალანტა 0:0
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - მ. ჩოფანი, ბლანკარდი, აიეტი, პავლოვიჩი - სამარკო, გორი, ჩიბსა (87. კრაგლი) - პაგანინი (64. სოდიმო), დ. ჩოფანი (77. ლონგო), დიონისი
ატალანტა (3-5-1-1): სპორტიელო - ტოლოი, მაზიელო, კერუბინი - რაიმონდი (78. კონტი), დე რუნი, კურტიჩი, მილიაჩო, დრამე - გომესი (90. დიამანტი) - მონაკელო (74. დენისი)
გაფრთხილება: აიეტი, გორი - კურტიჩი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 7-12 (3-3); ბურთის ფლობა: 42%-48%
მაყურებელი: 8 000

ემპოლი-მილანი 2:2
გოლები: 0:1 ბაკა (8), 1:1 ზელინსკი (32), 1:2 ბონავენტურა (48), 2:2 მაკარონე (61)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბარბა, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი (87. კრუნიჩი), მაიელო (54. კროჩე), ბუჩელი - საპონარა - პუჩარელი, მაკარონე (70. ლივაია)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი (46. საპატა), რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა (86. ბოატენგი), მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა - ნიანგი (67. ბალოტელი), ბაკა
გაფრთხილება: ბარბა, საპონარა - რომანიოლი, მონტოლივო, ჰონდა, ბალოტელი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-8 (5-5); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 16 000

24 იანვარი
ფიორენტინა-ტორინო 2:0
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (24), 2:0 გონსალო (83)
ფიორენტინა (3-4-1-2): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი, ბორხა ვალერო, ვერდუ (86. ბლაშიკოვსკი), პასკუალი - ილიჩიჩი (67. კოსტა) - ბაბაქარი, კალინიჩი (82. სარატე)
ტორინო (3-5-2): იჩაზო - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - ძაპაკოსტა, ვივესი, ასკუა (72. ბენასი), ბაზელი (81. პრჩიჩი), მოლინარო - იმობილე (72. მარტინესი), ბელოტი
გაფრთხილება: რონკალია - გლიკი, მაკსიმოვიჩი, ძაპაკოსტა, ვივესი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 12-24; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-6 (2-2); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 28 000

ვერონა-ჯენოა 1:1
გოლები: 0:1 კოპოლა (19-საკ. კარში), 1:1 პაცინი (39)
ვერონა (4-5-1): კოპოლა - სალა, ჰელანდერი, მორასი, პიზანო - ვსზოლეკი (81. იანკოვიჩი), იონიცა, გრეკო (57. სილიგარდი), ალფრედსონი, რებიჩი (46. ტალები) - პაცინი
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო, დე მაიო, მუნიოსი - ანსალდი, ჯემაილი (59. რიგონი), რინკონი, ლაქსალტი - სუსო (59. ჩერჩი), პეროტი (68. მარკეზე), პავოლეტი
გაფრთხილება: პიზანო, ალფრედსონი - დე მაიო, ჯემაილი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 15-8 (9-5); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 18 000

ინტერი-კარპი 1:1
გოლები: 1:0 პალასიო (39), 1:1 ლაზანია (90)
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - მონტოია (76. ნაგატომო), ჟუანი, მურილიო, ტელესი (46. მირანდა) - პერიშიჩი, ბროზოვიჩი, მელო, ლიაიჩი - პალასიო (84. იოვეტიჩი), იკარდი
კარპი (3-5-2): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, სუაგერი - პაშუტი, კრიმი, მარტინო (73. დი გაუდიო), ბიანკო, ლეტიცია (60. დაპრელა) - მანკოზუ (69. ლაზანია), მბაკოგუ
გაფრთხილება: ტელესი, პალასიო, იოვეტიჩი - სუაგერი, კრიმი, დაპრელა
გაძევება: პაშუტი (83. კარპი)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14-8 (7-4); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 50 000

ლაციო-კიევო 4:1
გოლები: 0:1 ცეზარი (5), 1:1 კანდრევა (66-პენ.), 2:1 კატალდი (72), 3:1 კანდრევა (81), 4:1 კეიტა (90)
ლაციო (4-3-3): ბერიშა - კონკო (69. ანდერსონი), ბიშევაჩი, რადუ, ლულიჩი - კატალდი, პაროლო, სავიჩი (60. კლოზე) - კანდრევა, კეიტა, ჯორჯევიჩი (46. მატრი)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, პინცი (74. Mმპოკუ) - ბირსა (66. ფრეი) - ინგლეზე (49. სარდო), პალოსკი
გაფრთხილება: ლულიჩი, კატალდი (ლაციო)
გაძევება: რადუ (82) - ცეზარი (47)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 21-4 (6-4); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 30 000

პალერმო-უდინეზე 4:1
გოლები: 1:0 კუაიზონი (35), 2:0 ჰილემარკი (56), 3:0 ლაზაარი (77), 3:1 ტერო (79), 4:1 ტრაიკოვსკი (87)
პალერმო (4-3-3): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი - ჰილემარკი, მატო, ჩოჩევი - კუაიზონი (86. ტრაიკოვსკი), ვასკესი, ჯილარდინო (78. ჯორჯევიჩი)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე, ფელიპე, პირისი - ვიდმერი, ბადუ (86. კონე), ფერნანდესი, ლოდი, ედენილსონი (67. ალი ადნანი) - პერიცა (56. საპატა), ტერო
გაფრთხილება: მატო, ჩოჩევი - ფელიპე, ვიდმერი, ბადი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-13 (6-6); ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 18 000

სამპდორია-ნაპოლი 2:4
გოლები: 0:1 იგუაინი (9), 0:2 ინსინიე (18-პენ.), 1:2 კორეა (45), 1:3 ჰამშიკი (60), 2:3 ედერი (73), 2:4 მერტენსი (79)
სამპდორია (4-2-3-1): ვივიანო - კასანი, მოისანდერი, ზუკანოვიჩი, რეჯინი - ფერნანდო, ბარეტო (56. ალვარესი) - კარბონერო, ედერი, კორეა (80. ივანი) - კასანო (65. დოდო)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი (71. სტრინიჩი) - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (75. მერტენსი), კალეხონი (84. ელ ქადური), იგუაინი
გაფრთხილება: ფერნანდო - ჟორჟინიო
გაძევება: კასანი (59. სამპდორია)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 7-18 (6-9); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 22 000

სასუოლო-ბოლონია 0:2
გოლები: 0:1 ჯაკერინი (68), 0:2 ფლოკარი (90)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო - ლარიბი (57. ბიონდინი), პელეგრინი (77. დეფრელი), დანკანი - სანსონე, ბერარდი (83. ტროტა), ფალჩინელი
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო, ოიკონომო, მორლეო (77. ფერარი) - დონსა (72. ბრიგი), დიავარა, ტაიდერი - მუნიერი (60. ფლოკარი), ჯაკერინი, დესტრო
გაფრთხილება: ბრიგი, ფერარი (ბოლონია)
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-11 (3-7); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 12 000

იუვენტუსი-რომა 1:0
გოლი: 1:0 დიბალა (77)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (66. კუადრადო), ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა - დიბალა (85. მორატა), მანჯუკიჩი
რომა (3-4-1-2): სჩესნი - მანოლასი, დე როსი, რუდიგერი - ფლორენცი (90. ტოროსიდისი), პიანიჩი, ვანკური (71. კეიტა), დინე - ნაინგოლანი - სალაჰი (90. უმარი), ჯეკო
გაფრთხილება: ევრა, მანჯუკიჩი - რუდიგერი, დე როსი, ნაინგოლანი, პიანიჩი
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-3 (7-1); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 40 000

ბომბარდირები: 21 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), კარლოს ბაკა (მილანი); 9 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მასიმო მაკარონე (ემპოლი).

მომდევნო ტური
30 იანვარი:
კარპი-პალერმო, ატალანტა-სასუოლო, რომა-ფროზინონე

31 იანვარი:
კიევო-იუვენტუსი, ნაპოლი-ემპოლი, ჯენოა-ფიორენტინა, ტორინო-ვერონა, უდინეზე-ლაციო, ბოლონია-სამპდორია, მილანი-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ გავიგე ამ იტალიის მიმოხილვისას იუვეს თამაშზე ამ ბოლოს ყველაზე ცოტა იწერება, ამ სტატიაშიც იუვეს თამაშზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთო მაგრამ არაფერი წერია...არ გევასებათ იუვე თუ რა ხდება
თორნიკე
16:41 25-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული