"მილანს" ჰატემ ბენ-არფა სურს

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" ხელმძღვანელობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფრანგული "ნიცას" ნახევარმცველის, ჰატემ ბენ-არფას შეძენა სურს.

აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L"Equipe-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, იტალიური კლუბი ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა.

ბენ-არფას "მილანში" გადასვლის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ფეხბურთელს "ნიცასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ფრანგების გეგმებში კი მისი უფასოდ გაშვება არ შედის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული