"რომა" - სტეფან ელ შაარავის ახალი გამოწვევა

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს, სტეფან ელ შაარავი "მილანიდან" "მონაკოში" იჯარით გადავიდა, თუმცა საფრანგეთში ერთი წელიც ვერ გაძლო და იტალიაში დაბრუნდა. 23 წლის გარემარბი ისევ იჯარით ითამაშებს და ამჯერად, "რომას" მაისურით.

დედაქალაქური კლუბი საიჯარო ხელშეკრულებაში 2 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს და სურვილის შემთხვევაში, სტეფანთან ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს. აქვე ვთქვათ, რომ ელ შაარავის სატრანსფერო ფასი 13 მილიონი ევროა.

თავად ფეხბურთელი უკვე რომშია, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კომენტარი გააკეთა:

"ძალიან მიხარია, რომ რომში ვარ და წინ ახალი გამოწვევა მელის.
ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და მჯერა, რომ აქ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ. დღეს სათქმელი არაფერი მაქვს - მთავარია, ბევრი ვიშრომო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული