ტურინულ შეხვედრაში დუბლი ალვარო მორატამ გაიფორმა, რომელმაც 36-ე წუთზე პენალტი შეასრულა ზუსტად, 63-ეზე კი თამაშიდან გაიტანა. მასპინძელთა მესამე გოლი პაულო დიბალას (83) ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ "ნერაძურიმ" თამაში კაცნაკლულმა ჩაამთავრა - მსაჯმა მოედნიდან 70-ე წუთზე ჯეისონ მურილიო გააძევა.
ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება მილანში 2 მარტს შედგება.