სერია A. XXII ტური: სპალეტის პირველი მოგება, ელ შაარავის სადებიუტო გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
30 იანვარს იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

"რომამ" "ფროზინონეს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. რაც "რომას" თავკაცის პოსტზე დაბრუნდა, ეს ლუჩანო სპალეტის პირველი გამარჯვებაა.

ანგარიში რაჯა ნაინგოლანმა გახსნა, მაგრამ ჩოფანიმ გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები დებიუტანტმა სტეფან ელ შაარავიმ დააწინაურა, ანგარიშს წერტილი კი მირალემ პიანიჩმა დაუსვა. "რომა" 38 ქულით ისევ მეხუთე ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარპი-პალერმო 1:1
გოლები: 0:1 ჯილარდინო (24), 1:1 მანკოსუ (74-პენ)

ატალანტა-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 ბერარდი (27), 1:1 დენისი (32)
შენიშვნა: დენისმა (ატალანტა) ვერ გაიტანა პენალტი (32)

რომა-ფროზინონე 3:1
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (18), 1:1 ჩოფანი (24), 2:1 ელ შაარავი (48), 3:1 პიანიჩი (84)

1. ნაპოლი - 47 ქულა; 2. იუვენტუსი - 45; 3. ფიორენტინა - 41; 4. ინტერი - 41; 5. რომა - 38.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული