10:20 03-02-2016
სერია A. XXIII ტური: "რომამ" სტუმრად "სასუოლოს" მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
მე-11 წუთზე ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, საბოლოო ანგარიში კი სტეფან ელ შაარავიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან - 88-ე წუთზე "სასუოლოს" ფორვარდმა დომენიკო ბერარდიმ პენალტი ვერ გაიტანა.
ამ გამარჯვებით "რომამ" 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებს მილანის "ინტერთან" იყოფს, "სასუოლო" კი - მეშვიდეა. ცხრილს 50 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს. მას 2 ქულით ჩამორჩება ტურინის "იუვენტუსი".
ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული