სერია A. XXIII ტური: "რომამ" სტუმრად "სასუოლოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს იტალიის სერია A-ს 23-ე ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "სასუოლომ" "რომას" უმასპინძლა. გამარჯვება დედაქალაქურ გუნდს დარჩა, რომელმაც მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

მე-11 წუთზე ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, საბოლოო ანგარიში კი სტეფან ელ შაარავიმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან - 88-ე წუთზე "სასუოლოს" ფორვარდმა დომენიკო ბერარდიმ პენალტი ვერ გაიტანა.

ამ გამარჯვებით "რომამ" 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებს მილანის "ინტერთან" იყოფს, "სასუოლო" კი - მეშვიდეა.
ცხრილს 50 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს. მას 2 ქულით ჩამორჩება ტურინის "იუვენტუსი".

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული