"მილანის" აქციები ვერაფრით გაიყიდა

AutoSharing Option
"მილანის" საკონტროლო პაკეტი ჯერ კიდევ 100%-ით სილვიო ბერლუსკონის ხელშია - არადა, ტაილანდელ ინვესტორ ბი ტეჩაუბოლთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინათ დაიწყო და არაერთხელ ითქვა, რომ შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია.

მიუხედავად ამისა, კონტრაქტზე ხელი არ მოწერილა და შესაბამისად, კლუბში უცხოური ინვესტიცია არ დაბანდებულა. ბოლო დღებში, აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკება შეწყდა და "მილანის" აქციები არ იყიდება. აქვე ვთქვათ, რომ ლაპარაკია აქციათა 48%-ზე, რომელიც სწორედ ტეჩაუბოლს უნდა ეყიდა. ამ თემაზე სილვიო ბერლუსკონიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ტყუილია ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ბი ტეჩაუბოლთან
მოლაპარაკებები შეწყდა. არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს და ეს პროცესი გრძელდება. "მილანი" არის კლუბი, რომლის აქციებს უბრალოდ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ვერ იყიდი.

ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ინვესტორი ყოველწლიურ რეინვესტირებას მოახდენს კლუბში და ფინანსური მხარდაჭერა არ იქნება ერთჯერადი. ტეჩაუბოლი კარგი ადამიანია, "მილანის" ნამდვილი გულშემატკივარი და მე მსურს მასთან თანამშრომლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ შესათანხმებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული