ამ უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ტურინულ გიგანტს ტრავმები მოეძალა. "კიევოსთან" შეხვედრისას სამი ხედირა დაშავდა, წინა კვირას კი მისი ბედი ჯორჯო კიელინიმ გაიზიარა. ეს უკანასკნელი მინიმუმ, სამ კვირას იუქმებს და შესაბამისად, ორივე პრინციპულ პაექრობას გამოტოვებს, ხედირას სარეაბილიტაციო კურსი კი წარმატებით მიდის და, როგორც თვითონ აცხადებს, დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება:
"სარეაბილიტაციო კურსს საგანგებო პროგრამით გავდივარ და ექიმები მაიმედებენ, რომ "ნაპოლისთან" თამაშს შევძლებ. რაც შეეხება "ბაიერნთან" დაპირისპირებას, იქამდე აუცილებლად
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"