* პირველად მიმდინარე სეზონში, "იუვენტუსი" სატურნირო ცხრილში პირველია.
* "მილანის" თავდამსხმელი ჟერემი მენეზი 9-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს, 1:0. შედეგად, პირველად მიმდინარე სეზონში, "ბებერი ქალბატონი" სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
იუვენტუსი-ნაპოლი
იტალიელი სპორტული ჟურნალისტები ტურინში ცხარე დაპირისპირებას ელოდნენ, ორმხრივი შეტევებით და ბევრი მომენტით, მაგრამ ერთი ვერ გათვალეს - ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო და ეს მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. ორივე გუნდისთვის შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც ეს მომენტები - ტურინელთაგან მხოლოდ პაულო დიბალას შეეძლო გატანა, როდესაც პოლ პოგბას შესანიშნავი პასის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ააცილა კარს, ნეაპოლელთაგან კი გონსალო იგუაინს უნდა შეეგდო, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონმა გამოავლინა ბრწყინვალე რეაქცია და პირველ რიგში, თვითონ არგენტინელი ფორვარდი გააოცა.
იგუაინს კიდევ ერთხელ შეეძლო შეგდება, როდესაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ზედ თავზე აჯდებოდა, მაგრამ ლეონარდო ბონუჩიმ იყოჩაღა და აწაპნა...
ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მატჩი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა სიმონე ძაძამ გამოიდო თავი და 88-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების ფორვარდმა საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, გაისწორა და უძლიერესი დარტყმით პეპე რეინას შანსი არ დაუტოვა. ისიც ვთქვათ, რომ ძაძას მცირე რეკოშეტიც დაეხმარა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ერთმა დარტყმამ სამივე ქულა ტურინში დატოვა. მასიმილიანო ალეგრი იმაზე უფრო ფრთხილი გამოდგა, ვიდრე ველოდით - მან არ ისურვა სამ ქულაზე თამაში, არ გარისკა, მაგრამ დალია შამპანური, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.
"ნაპოლიმ" კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ასევე ძალიან ფრთხილი და დაცვაზე ორიენტირებული. ნეაპოლელებს აწყობდათ ფრე და, რადგან არც მეტოქისგან გრძნობდნენ დიდ ზეწოლას, მათთვის თამაში სასურველი სცენარით მიმდინარეობდა - მაგრამ ეს ყველაფერი გაგრძელდა 88-ე წუთამდე, შემდეგ კი ვითარების გამოსასწორებლად დრო ძალიან ცოტა იყო. ერთი მხრივ, რთულია გუნდს ტურინში "იუვეს" წინააღმდეგი შემტევი ფეხბურთი მოსთხოვო, მაგრამ მეორე მხრივ, "ნაპოლიმ" თავის ტრადიციულ სტილს უღალატა და შესაძლოა, ამის გამოც დაისაჯა.
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ძალიან რთული მატჩი იყო - ვიხილეთ ტაქტიკურად საინტერესო დაპირისპირება და დრამატული ფინალი. უნდა ვაღიაროთ, რომ თანაბარი თამაში იყო, რომლის ბედი ერთმა კონკრეტულმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. სიმონე ძაძამ საჭირო დროს გაისროლა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოგვიტანა.
თუმცა წინ კიდევ 13 გადამწყვეტი მატჩია და შესაბამისად, სასწორზე ბევრი ქულა დევს. რატომ ვითამაშეთ ასეთი ფრთხილი ფეხბურთი? - კარგად ვიცოდი, რომ გონსალო იგუაინს, ხოსე კალეხონს, ლორენცო ინსინიეს და მარეკ ჰამშიკს ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეეძლოთ - ამიტომ დაცვაში ყურადღებით თამაში იყო საჭირო. ჩვენ მოვითმინეთ, შანსს დაველოდეთ და ეს დაგვიფასდა. "ნაპოლი" ბრწყინვალე გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება".
მაურიციო სარი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "ტაქტიკური დაპირისპირება იყო, თამაში კი თანაბარი გამოდგა და ვფიქრობ, ფრედ უნდა დასრულებულიყო. შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით, მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ მეტოქეზეც. ბოლო წუთებში "იუვენტუსი" 4-5-1-ზე გადაეწყო და თითქოს, ფრეზე დათანხმდა, მაგრამ ერთმა მომენტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაუმსახურებელმა მარცხმა შეიძლება გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას, რაც არ უნდა დავუშვათ - წინ კიდევ ბევრი ტურია და მთავარია, რომელ ადგილზე ვიქნებით 38-ე ტურის შემდეგ".
სხვები
"რომა" "კარპის" ესტუმრა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა უპირატესობით წარმართა მატჩი და მთლიანობაში, დამსახურებულად მოიგო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დიდი ხანი საყაიმო ანგარიში იყო და მხოლოდ ბოლო წუთებზე მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა სტუმრებმა. რომაელთაგან თითო გოლი ლუკას დინეს, ედინ ჯეკოს და მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა."მილანმა" "ჯენოას" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც ლომბარდიელები ისევ ალაპარაკდნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე. რატომაც არა? - წინ კიდევ 13 ტურია, "როსონერი" კი კონკურენტებს კუდზე აზის. "მილანი" ორი ბურთის სხვაობით იგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე ერთი გაუშვა, რამაც სინიშა მიხაილოვიჩი აღაშფოთა - სერბი სპეციალისტის თქმით, ვინც ბოლო წამამდე არ იბრძვის, ის აღარ გაეკარება მოედანს და იქვე დასძინა, რომ ფეხბურთელებმა იციან, ვისზეა ლაპარაკი.
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ფლორენციაში შედგა, სადაც "ფიორენტინა" აგებდა "ინტერთან", მაგრამ შემოატრიალა თამაში და გაიმარჯვა - 2:1. მილანელთაგან მარსელო ბროზოვიჩი გამოირჩა, ფლორენციელთაგან კი - ბორხა ვალერო და ხუმა ბაბაქარი. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მსაჯმა სამჯერ ამოიღო ჯიბიდან წითელი ბარათი.
XXV ტური
12 თებერვალი
კარპი-რომა 1:3
გოლები: 0:1 დინე (56), 1:1 ლაზანია (61), 1:2 ჯეკო (84), 1:3 სალაჰი (85)
კარპი (3-5-2): ბელეჩი - სუაგერი, რომანიოლი, გალიოლო (86. ვერდი) - საბელი, კრიმი, კოფიე, ლოლო, ლეტიცია - მანკოზუ (54. ლაზანია), მბაკოგუ (79. დი გაუდიო)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - ნაინგოლანი, ვანკური - ელ შაარავი (46. პიანიჩი), პეროტი, სალაჰი (90. ემერსონი) - ჯეკო
გაფრთხილება: სუაგერი, გალიოლო, მბაკოგუ, მანკოზუ, ლაზანია )კარპი)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-10 (4-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 10 000
13 თებერვალი
ემპოლი-ფროზინონე 1:2
გოლები: 0:1 დ. ჩოფანი (17), 1:1 მაკარონე (59), 1:2 დ, ჩოფანი (73-პენ.)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი (81. მჭედლიძე), არიაუდო, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი, ბუჩელი (79. ბიტანტე) - საპონარა - პუჩარელი, მაკარონე
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, ბლანკარდი, რუსო, პავლოვიჩი - სამარკო, გორი, ფრარა - დიონისი (89. პაგანინი), ტონევი (70. ანტეი), დ. ჩოფანი (79. ლონგო)
გაფრთხილება: მარიო რუი, ბუჩელი - როზი, ბლანკარდი, სამარკო, ტონევი, გორი, ლონგო
კუთხური: 16-1; ჯარიმა: 10-25; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 22-8 (7-0); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 10 000
კიევო-სასუოლო 1:1
გოლები: 1:0 ბირსა (29-პენ.), 1:1 სანსონე (30)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - ფრეი (56. სარდო), სპოლი, ცეზარი, გობი - პინცი, რადოვანოვიჩი, რიგონი - ბირსა (69. კოსტა) - ინგლეზე, ფლორო ფლორესი (36. მპოკუ)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო - დანკანი, მანიანელი, მისიროლი - სანსონე (80. დეფრელი), ბერარდი (80. პოლიტანო), ფალჩინელი (72. ტროტა)
გაფრთხილება: ბირსა, რიგონი, რადოვანოვიჩი - პელუზო, მისიროლი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 8-8 (5-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 10 000
იუვენტუსი-ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 ძაძა (88)
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი (52. რიგონი), ბარძალი, ევრა - კუადრადო, მარკიზიო, ხედირა, პოგბა - დიბალა (86. სანდრო), მორატა (58. ძაძა)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (90. გაბიადინი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (77. მერტენსი), კალეხონი, იგუაინი
გაფრთხილება: მარკიზიო, პოგბა - კულიბალი, კალეხონი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-5 (4-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 42 000
14 თებერვალი
მილანი-ჯენოა 2:1
გოლები: 1:0 ბაკა (5), 2:0 ჰონდა (63), 2:1 ჩერჩი (90)
მილანი (4-4-2): დონარუმა - დე შილიო, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა, მონტოლივო (83. პოლი), ბერტოლაჩი, ბონავენტურა - ნიანგი (77. მენეზი), ბაკა (88. ბალოტელი)
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო (65. ლაზოვიჩი), ბურდისო, დე მაიო - ფლორენცი, ჯემაილი (77. ნიჩამი), რიგონი, სილვა - სუსო (46. ჩერჩი), ლაქსალტი, მატავცი
გაფრთხილება: რომანიოლი - რიგონი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-5 (8-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 35 000
პალერმო-ტორინო 1:3
გოლები: 1:0 ჯილარდინო (2), 1:1 იმობილე (1-პენ.), 1:2 გონსალესი (31-საკ. კარში), 1:3 იმობილე (69)
პალერმო (4-3-3): სორენტინო (38. ალასტრა) - მორგანელა, გონსალესი, გოლდანიგა (14. ანდელკოვიჩი), რისპოლი - ჰილემარკი (76. ტრაიკოვსკი), ბრუგმანი, ჩოჩევი - კუაიზონი, ვასკესი, ჯილარდინო
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - ძაპაკოსტა (69. სილვა), ბაზელი, ვივესი, ბენასი, პერესი (58. მოლინარო) - იმობილე (82. მარტინესი), ბელოტი
გაფრთხილება: გონსალესი - გლიკი, ვივესი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14-16 (6-8); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 18 000
სამპდორია-ატალანტა 0:0
სამპდორია (3-5-2): ვივიანო - კასანი, რანოკია, სილვესტრი - ივანი, ფერნანდო, სორიანო (86. ბარეტო), კორეა (75. მურიელი), დოდო - კასანო (60. ალვარესი), კვალიარელა
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - კონტი, ტოლოი, მაზიელო, დრამე - დე რუნი, კურტიჩი, ფრეულერი (58. ჩიგარინი) - გომესი, დიამანტი (80. რაიმონდი), პინილია (65. ბორიელო)
გაფრთხილება: სილვესტრი, ივანი - გომესი, დიამანტი, დე რუნი, ბორიელო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-7 (2-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 22 000
უდინეზე-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 დესტრო (79)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ერტო, ფელიპე, დანილო - ედენილსონი, ალფრედსონი, ლოდი, კუზმანოვიჩი (64. ფერნანდესი), არმერო - მატოსი (58. საპატა), ტერო (77. დი ნატალე)
ბოლონია (4-3-3): და კოსტა - მბაიე, გასტალდელო, მაიეტა, მორლეო - დონსა (75. ფლოკარი), დიავარა, ტაიდერი - მუნიერი (55. რიცო), ჯაკერინი, დესტრო (64. ბრიგი)
გაფრთხილება: გასტალდელო (73)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 10-7 (2-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 12 000
ფიორენტინა-ინტერი 2:1
გოლები: 0:1 ბროზოვიჩი (26), 1:1 ბორხა ვალერო (60), 2:1 ბაბაქარი (90)
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი, ალონსო - ვესინო (87. კოსტა), ბორხა ვალერო - ბერნარდესკი, ილიჩიჩი (87. ბაბაქარი), ტელიო (58. სარატე) - კალინიჩი
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მირანდა, მურილიო, ტელესი - ბროზოვიჩი, მედელი, კონდოგბია - ედერი (71. პერიშიჩი), პალასი (84. დამბროზიო), იკარდი
გაფრთხილება: ალონსო, სარატე - მედელი, ბროზოვიჩი, პალასიო, იკარდი
გაძევება: ტელესი (82), კონდოგბია (90) - სარატე (90)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10-4 (7-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 30 000
ბომბარდირები: 24 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მასიმო მაკარონე (ემპოლი).
მომდევნო ტური
19 თებერვალი:
ბოლონია-იუვენტუსი
20 თებერვალი:
ვერონა-კიევო, ინტერი-სამპდორია
21 თებერვალი:
ტორინო-კარპი, სასუოლო-ემპოლი, ატალანტა-ფიორენტინა, ჯენოა-უდინეზე, ფროზინონე-ლაციო, რომა-პალერმო
22 თებერვალი:
ნაპოლი-მილანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"