სერია A. XXVI ტური: "ნაპოლის" შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
* "იუვენტუსის" მოგებათა 15-მატჩიანი სერია ბოლონიაში შეწყდა.

* "ინტერის" თამაშს საპატიო სტუმრები: ჟოზე მოურინიო და რონალდო დაესწრნენ.

* "რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გააკრიტიკა, რის გამოც "პალერმოსთან" თამაშის განაცხადში ვერ მოხვდა.

სერია A-ს 26-ე ტურის მთავარი მატჩი დღეს გაიმართება: "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნოს. "მილანს" თავისი ამოცანა აქვს და, წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს, იქამდე კი განვლილი პაექრობები მიმოვიხილოთ.

"იუვე" "ბოლონიამ" გააჩერა
ზედიზედ მე-16 მოგება არ შედგა, "იუუვენტუსი" "ბოლონიას" ესტუმრა და
ფრეს დასჯერდა, 0:0.

თითქოს, ეს მოსალოდნელი იყო და ამ მოლოდინს ჰქონდა თავისი მიზეზები - ერთი, რომ წინ ჩემპიონთა ლიგის პაექრობაა მიუნხენის "ბაიერნთან" და შეუძლებელია, რომ ტურინელები იმ თამაშზე არ ფიქრობდნენ; მეორე, "იუვეს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული, მათ შორის: მარიო მანჯუკიჩი, სამი ხედირა, ალექს სანდრო და ჯორჯო კიელინი; მესამე, "ბოლონიაა" შესანიშნავ ფორმაში და მით უფრო, საკუთარ მოედანზე იოლად არაფერს თმობს; მეოთხე, არ შეიძლება, რომ ყოველთვის მოიგო და ეს მარტივი ჭეშმარიტება თვით "იუვენტუსსაც" ეხება...

მოკლედ, მიზეზები დაგროვდა და მოსახდენი მოხდა - "ვეკია სენიორამ" ქულები დაკარგა და "ნაპოლის" პირველი ადგილის დაბრუნების შანსი მისცა. თვითონ თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა "ბოლონია" მედგრად იდგა დაცვაში და პერიოდულად, სახიფათოდაც უტევდა. მთლიანობაში, ფრე ლოგიკური შედეგია და რობერტო დონადონის გუნდს მოპოვებულ ქულას ვერავინ დაამადლებს. დონადონი ცალკე სალაპარაკო თემაა - ღრმა კრიზისში მყოფი გუნდი ჩაიბარა და მოკლე დროში უდიდეს პროგრესს მიაღწია.

მატჩის შემდეგ დონადონიმ შეგირდებს მადლობა გადაუხადა თავდადებული თამაშისთვის და გულშემატკივრებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, მასიმილიანო ალეგრი კი უფრო ვრცელი იყო:

"კარგად დავიწყეთ თამაში და დიდ უპირატესობას დავეუფლეთ, თუმცა მეტოქე გადაეწყო, ზონები ჩაკეტა და საქმე ძალიან გაგვირთულა. მინდა შევაქო "ბოლონია", რომელიც აღმავლობის გზაზეა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ყოველთვის ვერ მოიგებ და შესაბამისად, ხასიათი არ უნდა გავიფუჭოთ. შეგირდების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, ცდა არ დააკლეს, მაგრამ გოლის გატანა, უბრალოდ, არ გვეწერა".

ტრიუმფი ჟოზეს თვალწინ
"ინტერს" დიდი სტუმრიანობა ჰქონდა - "სამპდორიასთან" მატჩს გუნდის ლეგენდები დაესწრნენ და ყველანი ერთად ვიპ-ლოჟაში მოკალათდნენ. იქ იყო საპატიო პრეზიდენტი მასიმო მორატი, ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ძანეტი, ფენომენად წოდებული რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა და თვით ჟოზე მოურინიო, რომლის თავკაცობითაც მილანურმა გრანდმა ერთ სეზონში ტრიპლეტი შეასრულა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

ასეთი აუდიტორიის თვალწინ "ინტერს", უბრალოდ, არ ჰქონდა ქულების დაკარგვის უფლება და არც დაუკარგავს. "ნერაძურიმ" კარგად ითამაშა, სამი გოლი მიართვა მეტოქეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, 3:1. მილანელთაგან თითო გოლი მიითვალეს აქტივში დანილო დამბროზიომ, ჟოაო მირანდამ და მაურო იკარდიმ, გენუელთა რიგებში კი ფაბიო კვალიარელა გამოირჩა.

გოლები დიდი ვერაფერი, ყველა ბრძოლაში და წვალებით, მაგრამ თამაშს ნამდვილად არ ეთქმის ურიგო, ტრიბუნებზე კი მართლაც შესანიშნავი ატმოსფერო იყო. გულშემატკივრებმა ლეგენდარულ პერსონებს ღირსეული დახვედრა მოუწყვეს და მთელი 90 წუთის განმავლობაში სწორედ მათ უმღეროდნენ. "ინტერმა" მოიგო, მატჩის შემდეგ კი საინტერესო კომენტარები გაკეთდა...

რობერტო მანჩინი: "დაცვაში საიმედოდ ვიდექით, შეტევაში კი სპორტული აგრესია გამოვავლინეთ. სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ და შედეგი გვექნება. იმედი მაქვს, რომ ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ამ გამარჯვებით, აღმავლობის გზას დავადგებით. მატჩის წინა ღამეს გუნდი ბაზაზე დავტოვე და ამან გაამართლა. სავარაუდოდ, იმავეს გავაკეთებ "იუვენტუსთან" მატჩისთვის, რადგან გამარჯვება მომდევნო ტურშიც ჰაერივით გვჭირდება".

ჟოზე მოურინიო: "სახლში დავბრუნდი და თავს საოცრად კარგად ვგრძნობ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ "ინტერი" არის კლუბი, სადაც ყველაზე მეტად მაფასებენ. სპორტულ შედეგებზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია და მილანში სწორედ ესაა პირველ ადგილზე. "ინტერიდან" 6 წელია წავედი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ 6 დღეც არ გასულა, მასიმო მორატი კი ყოველთვის დარჩება ჩემს პრეზიდენტად".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
დიდი ბრძოლაა გაჩაღებული ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და გასულ უქმეებზე, "ინტერის" მსგავსად, სხვა ლიდერებმაც სძლიეს მეტოქეებს. "ფიორენტინა" "ატალანტას" ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში, 3:2 გაიმარჯვა. გოლის გემო გაიხსენა ნიკოლა კალინიჩმა, კრისტიან ტელიომ კი პირველად იხეირა ახალი გუნდის შემადგენლობაში. ფლორენციელთა კიდევ ერთი გოლი მატი ფერნანდესის ანგარიშზეა.

"რომამ" "პალერმოს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით სძლია მეტოქეს, 5:0. ედინ ჯეკომ ორი გოლი კი შეაგდო და ერთი ისეთი ააცილა, რომლის გატანა გაცილებით იოლი იყო. მეორე გოლი სეუდუ კეიტას ანგარიშზეა, კიდევ ერთი დუბლი კი მოჰამედ სალაჰმა მიითვალა აქტივში. "რომამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და განაგრძობს მესამე ადგილზე მოკალათებული "ფიორენტინას" დევნას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXVI ტური
19 თებერვალი
ბოლონია-იუვენტუსი 0:0
ბოლონია (4-3-3): მირანტე - მბაიე, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა (73. კონსტანტი) - დონსა, დიავარა, ტაიდერი (82. ბრიენცა) - რიცო (65. მუნიერი), ჯაკერინი, დესტრო
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა - სტურარო, მარკიზიო, პოგბა - Pერეირა (46. კუადრადო) - მორატა, ძაძა (68. დიბალა)
გაფრთხილება: გასტალდელო, დიავარა - მარკიზიო, სტურარო
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 3-9 (1-8); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 30 000

20 თებერვალი
ვერონა-კიევო 3:1
გოლები: 1:0 ტონი (29), 2:0 პაცინი (57), 2:1 პელისიერი (71-პენ.), 3:1 იონიცა (90)
ვერონა (4-4-2): გოლინი - პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ფარესი (68. ემანუელსონი) - ვსზოლეკი, იონიცა, მარონე, სილიგარდი (61. ალბერტაცი) - ტონი, პაცინი (74. ბიანკეტი)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, ფრეი - პინცი (67. კოსტა), კასტრო, რიგონი - ბირსა (46. მპოკუ) - ინგლეზე, პელისიერი (75. ფლორო ფლორესი)
გაფრთხილება: ვსზოლეკი - ფრეი, პინცი, რიგონი
გაძევება: მორასი (70) - სპოილ (79)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 10-7 (3-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 25 000

ინტერი-სამპდორია 3:1
გოლები: 1:0 დამბროზიო (23), 2:0 მირანდა (57), 3:0 იკარდი (73), 3:1 კვალიარელა (90)
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, მირანდა, მურილიო, დამბროზიო - ბიაბიანი (79. გნუკური), მელო, ბროზოვიჩი (88. იოვეტიჩი), პერიშიჩი - ედერი (67. ლიაიჩი), იკარდი
სამპდორია (3-4-2-1): ვივიანო - კასანი, რანოკია, სილვესტრი - ივანი (68. მურიელი), ფერნანდო, სორიანო, დოდო - ალვარესი (85. ხროსტოდოლოპულოსი), კორეა (79. კრსტიჩიჩი) - კვალიარელა
გაფრთხილება: მირანდა, ნაგატომო, ბროზოვიჩი - რანოკია, დოდო
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 5-14 (3-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 50 000

21 თებერვალი
ატალანტა-ფიორენტინა 2:3
გოლები: 0:1 ფერნანდესი (67), 0:2 ტელიო (81), 1:2 კონტი (84), 1:3 კალინიჩი (87), 2:3 პინილია (90)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - კონტი, ტოლოი, მაზიელო, დრამე - დე რუნი, კურტიჩი (80. ბორიელო), ჩიგარინი - გომესი (60. დიამანტი), დალესანდრო (69. გაკპე), პინილია
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი, პასკუალი - ვესინო, ბადელი - ფერნანდესი, ბერნარდესკი (66. ბორხა ვალერო), ტელიო (84. ტომოვიჩი) - ბაბაქარი (60. კალინიჩი)
გაფრთხილება: დრამე, ჩიგარინი, პინილია - პასკუალი, ბაბაქარი
გაძევება: კონტი (90. ატალანტა)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-13 (5-8); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 000

ჯენოა-უდინეზე 2:1
გოლები: 0:1 ალი ადნანი (33), 1:1 ჩერჩი (57-პენ.), 2:1 ლაქსალტი (70)
ჯენოა (3-4-3): პერინი - მუნიოსი (46. დე მაიო), ბურდისო, იძო - რინკონი, ჯემაილი, რიგონი, ლაქსალტი - ჩერჩი (80. მარკეზე), სუსო (67. პანაიოტისი), მატავცი
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, ფელიპე, დანილო - ედენილსონი, ალფრედსონი (67. კუზმანოვიჩი), ბადუ, გილიერმე (74. დი ნატალე), ალი ადნანი - ტერო, საპატა (61. მატოსი)
გაფრთხილება: ბურდისო, რიცო, სუსო - ალფრედსონი, გილიერმე, საპატა
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18-8 (10-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 22 000

სასუოლო-ემპოლი 3:2
გოლები: 0:1 ზელინსკი (36), 1:1 ბერარდი (40), 2:1 დეფრელი (48), 3:1 დეფრელი (50), 3:2 მაკარონე (70-პენ.)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო - დანკანი, მანიანელი, მისიროლი - სანსონე (76. პოლიტანო), ბერარდი (83. ბიონდინი), დეფრელი (86. ფალჩინელი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, კოშიჩი, ტონელი, ძამბელი - ზელინსკი, პარედესი (68. ელ ჰაჯი), კროჩე (57. ბიტანტე) - საპონარა (57. პიუ) - პუჩარელი, მაკარონე
გაფრთხილება: პელუზო - საპონარა
გაძევება: მისიროლი (31) - ტონელი (38)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 11-8 (5-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 000

ტორინო-კარპი 0:0
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, ბაზელი (85. ობი), ვივესი, ბენასი (74. მაქსი ლოპესი), სილვა (89. ძაპაკოსტა) - იმობილე, ბელოტი
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია - საბელი, ბიანკო, ლოლო, დი გაუდიო (67. კოფიე) - კრიმი (51. ლაზანია), მბაკოგუ (76. მანკოზუ)
გაფრთხილება: გლიკი, პერესი, ბენასი, იმმობილე - ძაკარდო, საბელი, ლოლო, კრიმი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 23-22; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-4 (5-0); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 18 000

ფროზინონე-ლაციო 0:0
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, ბლანკარდი, აიეტი, პავლოვიჩი - სამარკო, გორი, ფრარა (88. ჩიბსა) - დიონისი (84. კრაგლი), სოდიმო (70. ტონევი), დ. ჩოფანი
ლაციო (4-3-3): მარკეტი - კონკო, ბიშევაჩი, ჰოედტი, ლულიჩი - პაროლო (75. სავიჩი), ბილია, კატალდი - მაური (53. კეიტა), კანდრევა, ჯორჯევიჩი (66. კლოზე)
გაფრთხილება: როზი, ჩიბსა (ფროზინონე)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 5-11 (2-2); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 10 000

რომა-პალერმო 5:0
გოლები: 1:0 ჯეკო (30), 2:0 კეიტა (52), 3:0 სალაჰი (60), 4:0 სალაჰი (62), 5:0 ჯეკო (89)
რომა (4-3-1-2): სჩესნი - მაიკონი (78. სტროტმანი), მანოლასი, რუდიგერი, დინე - ფლორენცი, კეიტა, ნაინგოლანი - პიანიჩი (72. იაგო) - სალაჰი (86. პეროტი), ჯეკო
პალერმო (3-5-1-1): ალასტრა - სტრუნა, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, ჰილემარკი, ბრუგმანი (57. ტრაიკოვსკი), მატო, პეცელა - ვასკესი (67. მარესკა) - ჯილარდინო (72. ჯურჯევიჩი)
გაფრთხილება: სტრუნა (პალერმო)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 22-3 (5-1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 35 000

22 თებერვალი
ნაპოლი-მილანი 00:00

ბომბარდირები: 24 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

მომდევნო ტური
27 თებერვალი:
ემპოლი-რომა, მილანი-ტორინო

28 თებერვალი:
პალერმო-ბოლონია, კარპი-ატალანტა, სამპდორია-ფროზინონე, კიევო-ჯენოა, უდინეზე-ვერონა, იუვენტუსი-ინტერი

29 თებერვალი:
ლაციო-სასუოლო, ფიორენტინა-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული