იგუაინი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას ერთი პირობით აპირებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მანამ არ აპირებს, სანამ გუნდის ხელმძღვანელობა დათმომებზე არ წავა.

არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლამდეა გათვლილი და კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს, თუ "ნაპოლი" გამოსასყიდ თანხას, რომელიც ახლა 94,5 მილიონ ევროს შეადგენს, შეამცირებს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში იგუაინის ანგარიშზე 25 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული