ინციდენტის დეტალების შესახებ პრესაში ჯერჯერობით არ იწერება, თუმცა ცნობილია, რომ ფეხბურთელმა უკვე გაიარა ტესტი სისხლში ალკოჰოლის არსებობაზე და პასუხი უარყოფითი იყო.
ფრანგი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები უცნობია. სავარაუდოდ, ის იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრას "ალესანდრიასთან" გამოტოვებს. მატჩი 1-ელ მარტს, მილანში გაიმართება, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კი "როსონერის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.