ყაჩაღებმა "ნაპოლის" ფეხბურთელს "ფიორენტინასთვის" გოლის გატანა სთხოვეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე შეიარაღებული ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ინციდენტი 27 თებერვალს, საღამოს, ნეაპოლის ერთ-ერთ რაიონში მოხდა, როცა 24 წლის ფორვარდი ცოლთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

ორი ყაჩაღი მოტოციკლით ინსინიეს ავტომობილს მიუახლოვდა, სადაც ფეხბურთელი და მისი ცოლი იმყოფებოდნენ და პისტოლეტის მუქარით ფული და ძვირფასეულობა წაართვეს.

თავად ფეხბურთელის ინფორმაციით, ყაჩაღებმა იცოდნენ, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე, რადგან უთხრეს: "ორშაბათს ჩვენთვის "ფიორენტინას" გოლი გაუტანე".

"ლორენცო შოკშია. კიდევ კარგი, იმ დროს მასთან ერთად ბავშვები არ იმყოფებოდნენ. ეს საშინელი შემთხვევაა, მაგრამ ლორენცო ამას
გაუმკლავდება", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ანტონიო ოტაიანომ The Telegraph-თან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელები არაერთხელ გამხდარან ყაჩაღობის მსხვერპლნი. 2013 წელს ბოროტმოქმედებმა ვალონ ბეჰრამის საათი წაართვეს. იმავე წელს მარეკ ჰამშიკიც დააყაჩაღეს, მასაც საათი წაართვეს.

შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინასა" და "ნაპოლის" შორის სერია A-ს 27-ე ტურის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. "ნაპოლის" მხრიდან გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა.

- სერია A. XXVII ტური: "ნაპოლიმ" ისევ ვერ მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული